E-mail მარკეტინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმეილ მარკეტინგი (ინგ. Email Marketing) — საზღვარგარეთ კარგად გავრცელებული ინტერნეტ რეკლამირების სფეროა. იმეილ მარკეტინგი ინტერნეტ რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის სწრაფი ინფორმირების, შენარჩუნების და მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. იგი ითვალისწინებს სარეკლამო ტექსტისა და ინფორმაციის ელფოსტის მისამართებზე დაგზავნას. კლიენტი უკვეთავს იმეილ მარკეტინგის კომპანიას რეკლამას და აძლევს ინფორმაციას, რომელიც ჩაისმება დიზაინში (HTML ფორმატში) ან ტექსტური ფორმატით დაეგზავნება მიმღებებს. მიმღებების სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელეობის მიხედვით. საქართველოში გავრცელებულია კომპანიების იმეილებზე და ჩვეულებრივ ინტერნეტის აქტიურ მომხარებლებზე რეკლამების დაგზავნა.

იმეილ მარკეტინგის სიტემას უნდა გააჩნდეს ანტი სპამი დაცვის სიტემა რომელიც ავტომატურად ამოწმებს სარეკლამო ტექსტს და აფასებს რამდენ პროცენტია იმის შანსი, რომ ეს რეკლამა სპამში მოხვდეს ან სპამად ჩაითვალოს.

გამოკვლევების მიხედვით, აშშ-ის ფირმებმა 2011 წელს 1.51 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს E-mail მარკეტინგზე. ეს ციფრი 2016 წლისთვის გაიზრდება 2.468 მილიარდამდე. [1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. VanBoskirk, Shar et al. (August 24, 2011) US Interactive Marketing Forecast, 2011 To 2016. forrester.com