Cant Get There from Here

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Cant Get There from Here“
სინგლიR.E.M.
ალბომიდან Fables of the Reconstruction
B-მხარე „Bandwagon“
გამოსვლის თარიღი ივნისი, 1985 (1985-06)
ჩაიწერა 1985
ჟანრი ჯენგლ-პოპი, ალტერნატიული როკი, ლურჟთვალებიანი სოული[1]
ხანგრძლივობა 3:39
ხმისჩამწერი ლეიბლი I.R.S
ავტორ(ებ)ი ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[2]
პროდიუსერი ჯო ბოიდი
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია
„(Don't Go Back To) Rockville“
(1984)
Cant Get There from Here
(1985)
„Driver 8“
(1985)

Cant Get There from Here“ ან „Can't Get There from Here“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მესამე სტუდიური ალბომიდან Fables of the Reconstruction. ეს სიმღერა „ბილბორდის“ Bubbling Under Hot 100 Singles-ში #10 პოზიციამდე ავიდა, ხოლო კანადის სინგლების ჩარტში – #91-მდე. 2006 წელს იგი გამოვიდა კომპილაციურ And I Feel Fine... The Best of the I.R.S. Years 1982–1987-ზე.

ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც R.E.M.-მა სასულე ორკესტრი გამოიყენა. მეთიუ პერპეტუა 2010 წლის მიმომხილველ ნაშრომში სიმღერა აღნიშნულია, როგორც „უცნაურობა...მიახლოებული სამხრეთულ ფანკთან, პიტერ ბაკის ჟღერადი აკორდებით“.[3][4]

სიმღერაში ნახსენებია ფილომათი, ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქი.[5][6]

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია თემები ტექსტიდან. მაგალითად, ჯგუფის წევრები დარბიან თივის ზვინებიან მინდვრებში, ესვრიან ერთმანეთს პოპკორნს ფილმის ნახვისას, აგრეთვე ჩნდებიან დიდი მწერები. ბაკი 2001 წელს MTV UK-ს An Hour with R.E.M.-თან საუბარში აღნიშნავდა, რომ მაშინ პირველად გამოიყენეს ლურჯი ეკრანის ტექნოლოგია. „ამიტომ ფონზე ჩნდებიან დინოზავრები და ურჩხულები. ეს, ალბათ, ჩვენი ყველაზე მხიარული ვიდეოა. მომწონს, ვინაიდან ხშირად გვიწოდებენ ჯგუფს იუმორის გარეშე.“

პუნქტუაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცნობია სიმღერის ზუსტი სახელწოდება: განსხვავებით „Feeling Gravitys Pull“-ისგან ან Lifes Rich Pageant-ისგან, მასში პუნქტუაცია დაცული არ არის. გრამფირფიტის უკანა მხარეზე არ გამოიყენება აპოსტროფი, რომელიც CD ვერსიაში აღდგენილია. სინგლის ერთ გამოცემას აპოსტროფი ახლავს, მეორეს - არა.

1988 წლის კომპილაციაში Eponymous სახელწოდება ასევე მითითებულია აპოსტროფის გარეშე, გარდა ანოტაციებისა. 2006 წლის კომპილაციაზე And I Feel Fine აპოსტროფი ასევე გამოიყენება.

აშშ-ის საავტორო უფლებების რეესტრში სიმღერა მითითებულია აპოსტროფით.[7]

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფისადმიკ მიძღვნილ ალბომში Surprise Your Pig შევიდა სიმღერის The Mr. T Experience-ის მიერ შესრულებული ვერსია. შემდგომში იგი გამოვიდა, როგორც დამატება EP Big Black Bugs Bleed Blue Blood-ის ახალ გამოცემაში.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი. „Bandwagon“-ის თანაავტორია მაიკლის და, ლინდა სტაიპი.

7": IRS / IRM 102 (ბრიტანეთი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Can't Get There from Here (რედ.) - 3:12
  2. Bandwagon - 2:15

12": IRS / IRT 102 (აშშ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Can't Get There from Here (გაფართოებული მიქსი) *- 3:39
  2. Bandwagon - 2:15
  3. Burning Hell - 3:49
  • გაფართოებული მიქსი ალბომის ვერსიის მსგავსია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fables of the Reconstruction – R.E.M. | AllMusic
  2. ALBUMS (2011-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
  3. Perpetua, Matthew. Fables of The Reconstruction. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
  4. Perpetua, Matthew. Can't Get There From Here. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
  5. The Complete R.E.M. Lyrics Archive: Fables Of The Reconstruction. File Under R.E.M. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
  6. Inside Music: Icon Series/R.E.M.. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-25. ციტირების თარიღი: 2007-10-18.