Arma 3

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arma 3
ArmA III.jpeg
ჟანრი: ტაქტიკული მსროლერი
დეველოპერ(ებ)ი: Bohemia Interactive Studio
გამომცემელი: Bohemia Interactive Studio
ძრავა: Real Virtuality
თარიღი: 12 სექტემბერი, 2013
რეჟიმ(ებ)ი: ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
პლატფორმ(ებ)ი: Microsoft Windows
საიტი: ოფიციალური საიტი

ArmA 3 (ქართ. შეიარაღებული თავდასხმა) — ვიდეო თამაში ტაქტიკური მსროლელის ჟანრში, მესამე თამაში ArmA-ს სერიაში. რომელსაც აწარმოებს Bohemia Interactive Studio. ალფა ვერსია გამოვიდა 2013 წლის 5 მარტს, ბეტა ვერსია — 25 ივნისს, სრულად კი თამაში გამოიცა 12 სექტემბერს Steam-ზე.[1][2] თამაშის მოქმედებები ხდება მომავალში, 2030-იანებში, ფიქტიურ ოპერაცია "Magnitude"-ს დროს, რომელშიც NATO-ს ძალები იბრძვიან "აღმოსავლეთის არმიებთან" მოხსენებულია, როგორც CSAT (Canton-Protocol Strategic Alliance Treaty), რომელსაც ლიდერობს აღორძინებული ირანი.[3]

შექმნა[რედაქტირება]

ARMA 3 იყენებს Bohemia Interactive-ს უახლეს Real Virtuality-ის თამაშის ძრავას. თამაშში არის ახალი შესაძლებლობები წინა ARMA თამაშებთან შედარებით:[4]

  • გაუმჯობესებული მისიების რედაქტორი
  • DirectX 10 და DirectX 11-ის მხარდაჭერა[5]
  • 20 კილომეტრი ხედვის დისტანცია
  • მკვდარი პერსონაჟების ფიზიკა (Ragdoll physics)
  • გაუმჯობესებული ფიზიკა (PhysX)[6]
  • წყალქვეშა გარემოებები, ტრანსოპორტი და წყალქვეშა ყვინთვა
  • იარაღების და უნიფორმის კონფიგურაცია
  • გაუმჯობესებული განათების ძრავა
  • გაუმჯობესებული რადიო ჩატი

პოლიტიკური კონფლიქტები[რედაქტირება]

დეველოპერების დაპატიმრება საბერძნეთში[რედაქტირება]

2012 წლის 10 სექტემბერს[7] საბერძნეთის მედიამ გამოაცხადა რომ დაპატიმრებულები იყვნენ თამაშის ორი შემქმნელები, ივან ბუჩტა და მარტინ პეზლარი, სავარაუდო შპიონაჯის გამო, რომლის მაქსიმალური სასჯელი იყო 20 წლით თავისუფლებით აღკვეთა. 2013 წლის 15 იანვარს გამოცხადდა რომ ჩეხები იყვნენ გაშვებული 5000 ევროს გირაოთი. მაგრამ გამოძიება გრძელდება.[8]

თამაშის აკრძალვა ირანში[რედაქტირება]

2013 წლის სექტემბერს, ირანის მმართველობამ გამოაცხადა რომ თამაში იქნებოდა აკრძალული ქვეყანაში რათგან თამაშში ირანელი სამხედროები წარმოდგენილები არიან როგორც მტრები.[9]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. გეგმები 2013-ში. http://www.arma3.com/news/plans-for-arma3-in-2013
  2. ინფორმაცია გამოსვლის თარიღზე. http://games-inn.ru/post/data-vyihoda-arma-3-v-steam/
  3. სტატია თამაშის გამოცხადებაზე. http://www.pcgamer.com/2011/05/19/arma-3-announced-releasing-summer-2012-first-screenshots/
  4. Arma 3 Features. http://www.arma3.com/features
  5. Interview: ARMA 3 Creative Director Discusses Authenticity, Accessibilty and Confirms DX11. http://ironhammers.org/interview-arma-3-creative-director-discusses-authenticity-accessibilty-and-confirms-dx11/
  6. ARMA 3: PhysX, ფორუმი. http://forums.bistudio.com/showthread.php?134250-Operation-E3&p=2165557&viewfull=1#post2165557
  7. სტატია დეველოპერების დაკავების შესახებ. http://news.in.gr/greece/article/?aid=1231212511
  8. ინფორმაცია პროგრამისტების განთავისუფლებაზე. http://ria.ru/world/20130115/918261391.html
  9. ირანი უარყობს ArmA3-ს. http://en.trend.az/regions/iran/2067248.html
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Arma_3&oldid=2644111“-დან