Amazon Kindle

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amazon Kindle logo.svg
ქინდლი 3
დეველოპერი amazon.com
მწარმოებელი Foxconn
ტიპი ელექტრონული წიგნების მკითხველი
გამოშვების თარიღი 19 ნოემბერი 2007
თავდაპირველი ფასი 399 აშშ დოლარი
დაკავშირებადობა Amazon Whispernet იყენებს EVDO/CDMA AnyDATA ტიპის უხაზო მოდემს (შერჩეული მოდელები), 802.11bg WiFi (Kindle 3)
გაყიდული ერთეული 6 მილიონი
ოპერაციული სისტემა ლინუქსი 2.6.10.
შეტანის
მოწყობილობები
USB 2.0 პორტი,

SD ბარათი (ორიგინალ მოდელზე მხოლოდ), ჩაშენებული დინამიკი,

ცვლადი დენის გადამყვანის შესაერთებელი
გამოტანის მოწყობილობები 3.5 მმ სტერეო ყურსასმენის შესაერთებელი
კამერა არა
კვება 3.7 ვ, 1530 მა ლითიუმ–პოლიმერული, BA1001 მოდელი
ცენტრალური პროცესორი 532 მეგაჰერცი, ARM-11
ფლეშ-მეხსიერება
ან მყარი დისკი
(სრული/წვდომადი)
256 მბ/180 მბ (თავდაპირველი) ან 2 გბ/1.4 გბ (Kindle 2) ან 4 გბ/3 გბ (Kindle 3) ან 4 გბ/3.3 გბ (Kindle DX) შიდა ფლეშ მეხსიერება
ეკრანი 6 დიუმიანი დიაგონალი,

3.6 დიუმი (91 მმ) × 4.8 დიუმი (122 მმ),

600 × 800 პიქსელი ან 0.48 მეგაპიქსელი
ზომები 203 × 135 × 20.3 მმ (ორიგინალი)

203 × 135 × 9.14 მმ (Kindle 2)

190 × 123 × 8.51 მმ (Kindle 3)
წონა 290 გრამი (Kindle 1 და 2)

247 გრამი (Kindle 3) 241 გრამი (Kindle 3 მხოლოდ Wi-Fi–ანი)

540 გრამი (Kindle DX 2)
ტაჩპედი არა
დაკავშირებული
სტატიები
Sony Reader

Amazon Kindle [ˈʔæməzən 'kɪndl̩] — ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ფურცლის მხარდაჭერა. დეველოპერია Amazon.com, ხოლო მწარმოებელი - ფოქსკონი. ქინდლი რამდენიმე ტიპისაა: პირველი (გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 2007), მეორე (23 თებერვალი 2009), მესამე (27 აგვისტო 2010) და DX (გამოდის 2009 წლიდან) ტიპის. მისი თავდაპირველი ფასი 399 ამერიკული დოლარი იყო. მუშაობს ლინუქსის (v2.6.10) ოპერაციულ სისტემაზე .

ქინდლს აქვს wi-fi მოწყობილობის მხარდაჭერა, რათა მომხმარებელმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვოს სასურველი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, გადმოწეროს ან იყიდოს ზოგიერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გამოდგება ბლოგების და ელექტრონული ფოსტისს შესამოწმებლადაც. გვერდ Amazon.com–ს აქვს ქინდლის წიგნების ცალკე კატეგორია. არის უფასო და მეკობრული მეთოდით გავრცელებული წიგნებიც.

წაკითხვადი ფაილის ფორმატები[რედაქტირება]

თავდაპირველი ქინდლი კითხულობდა მხოლოდ (MOBI, PRC) გაფართოების, უბრალოდ ტექსტური ფაილის (TXT), Topaz–ის ფორმატის (TPZ) და ამაზონის საკუთარი, დაცული ფორმატის (AZW) ტიპის ფაილების.

ქინდლის მოდელები[რედაქტირება]

პირველი თაობა[რედაქტირება]

კინდლი[რედაქტირება]

ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის კინდლი 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათ ნახევარში და არ იყო ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის ერთადერთი კინდლია რომლის მეხსიერებაც შეიძლება გაიზარდოს SD მეხსიერების ბარათით. მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმინი(დიაგონალურად) 4-დონიანი შავ-თერი ეკრანი და 250მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.

მეორე თაობა[რედაქტირება]

კინდლი 2[რედაქტირება]

10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა კინდლი 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება. 24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.

კინდლი 2 საერთაშორისო ვერსია[რედაქტირება]

7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.

კინდლი DX[რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა კინდლი DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.

Kindle DX Graphite[რედაქტირება]

1 ივლისს, 2010, ამაზონმდა გამოუშვა ახალი ვერსია კინდლი DX "Graphite" ახალი ელ მელნიანი ეკრანით.

მესამე თაობა[რედაქტირება]

კინდლი ქიბორდი Wi-Fi და Wi-Fi/3G[რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის კინდლი 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც კინდლი 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ. ეს კინდლი ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink "Pearl" ეკრანს.

მეოთხე თაობა[რედაქტირება]

კინდლი[რედაქტირება]

28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დაანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა.

კინდლ თაჩი Wi-Fi და Wi-Fi/3G / Kindle Touch[რედაქტირება]

ამაზონმდა დააანონსა თაჩსკრინიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011; გააჩნია Wi-Fi ($99 რეკლამებით, $139 ურაკლამო) ან Wi-Fi/3G კავშირი ($149 რეკლამებით, $189 ურეკლამოდ). 3G მობილურის ქსელით შესაძლებელია კინდლის მაღაზიასთან დაკავშირება, წიგნების და პერიოდიკის გადმოწერა და ვიკიპედიის ნახვა. გააჩნია ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი, ინფრაწითელ მგრძნობიარე ეკრანი, 4გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა. 2012 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია გაერთიანებლ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში.

მეხუთე თაობა[რედაქტირება]

კინდლი[რედაქტირება]

6 სექტემბერს, 2012, ამაზონმდა წარმოადგინა ახალი თაობა. იწყება $69 რაკლამით და $89 ურეკლამო. აქვს შავი ჩარჩო, უკეთესი კონტრასტი და ფონტების ცვლაა შესაძლებელი, ასევე 167 PPI პიქსელების სიმჭიდროვე და ყველაზე მსუბუქია (170g).

კინდლი ფეიფაუაითი / Kindle Paperwhite[რედაქტირება]

გამოვიდა 1 ოქტომბერს. აქვს 6" ეკრანი, 212 ppi ეკრანით (თითქმის-XGA რეზოლუცია 758×1024) ჩაშენებული განათებით. ხელმისაწვდომია ($119 რეკლამებით, $139 ურეკლამო) და Wi-Fi + 3G ($179 რეკლამით, $199 ურეკლამო) მოდელები. ბატარის სიცოცხლე 8 კვირა ყოველდღე ნახევარი საათი კითხვით.

LCD[რედაქტირება]

კინდლ ფაიერი / Kindle Fire[რედაქტირება]

ამაზონმა დააანონსა ანდროიდზე დაფუძნებული ფერადი სენსორულ ეკრანიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011. გამოვიდა $199-ად და აქვს 7-დუიმიანი ეკრანი. იტევს 80 აპლიკაციას, პლიუს 10 კინო, ან 800 მუსიკა ან 6000 წიგნს. მის ვებ ბრაუზერია ამაზონ სილკი. არ აქვს 3G, მიკროფონი, კამერა და SD მხარდაჭერა. იტევს 8 გბ და 8 საათიანი ბატარიის დრო.

კინდლ ფაიერ HD / Kindle Fire HD[რედაქტირება]

კინდლ ფაიარ HD არის მეორე თაობის ამაზონის ფერად ტაბლეტი 2 სახის 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amazon_Kindle&oldid=2445091“-დან