ჰუსეინ ჯავიდის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ ჯავიდის ძეგლი
აზერ. Hüseyn Cavidin heykəli
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
არქიტექტორი იუსიფ გადიმოვი, რასიმ ალიევი
მოქანდაკე ომარ ელდაროვი
თარიღდება 27 მაისი, 1993

ჰუსეინ ჯავიდის ძეგლი (აზერ. Hüseyn Cavidin heykəli) — აზერბაიჯანელი პოეტის ჰუსეინ ჯავიდის ძეგლი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სკვერში, რომელიც ატარებს პოეტის სახელს და მდებარეობს ჰუსეინ ჯავიდის პროსპექტზე. ბრინჯაოსგან დამზადებული ძეგლის ავტორები არიან აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე ომარ ელდაროვი და არქიტექტორები იუსიფ გადიმოვი და რასიმ ალიევი. ძეგლი დადგმულია 1993 წელს.

ომარ ელდაროვის თქმით, ჰუსეინ ჯავიდის ძეგლის შექმნის იდეა ჰეიდარ ალიევს ეკუთვნის. ძეგლზე, შემდეგ კი მის გორელიეფზე მუშაობის დროს მოქანდაკემ შეისწავლა ჰუსეინ ჯავიდის ცხოვრება და შემოქმედება, მაგრამ ელდაროვის მხატვრული ჩანაფიქრის მიხედვით ჰუსეინ ჯავიდთან ერთად მას უნდოდა სხვა აზერბაიჯანელების ხსოვნის უკვდავყოფაც, რომლებიც XX საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]