ჰოლიდეი გრეინჯერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლიდეი გრეინჯერი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1988
მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
ეთნიკურად ინგლისელ-იტალიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე

ჰოლიდეი კლარკ გრეინჯერი (ინგლ. Holliday Clark Grainger), აგრეთვე ცნობილია როგორც ჰოლი გრეინჯერი (ინგლ. Holly Grainger)(დ. 27 მარტი, 1988, მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. სერიალში „როჯერი და როტენტროლი“ შესრულებული კეიტ ბეკეტის როლისათვის მიღებული აქვს BAFTA-ს ჯილდო. იგი ასევე ცნობილია სერიალ „ბორჯიებში“ შესრულებული ლუკრეცია ბორჯიასა და ფილმში „ბონი&კლაიდი“ შესრულებული ბონი პარკერის როლებით.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლიდეი გრეინჯერი დაიბადა 1988 წლის 27 მარტს მანჩესტერში. გარდა ინგლისური ფესვებისა, აღსანიშნავია, რომ მისი ორივე ბაბუა წარმოშობით იტალიელია.[1] მან 2006 წელს დაასრულა პარს ვუდის სკოლა[2] და 2007 წლიდან სწავლა ლიდზის უნივერსიტეტში განაგრძო ინგლისური ლიტერატურის განხრით. მან აქ სწავლა მალევე მიატოვა და ღია უნივერსიტეტში გადავიდა სამსახიობო მიმართულებით[3].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლიდეის სამსახიობო დებიუტი ჯერ კიდე 1994 წელს, 6 წლის ასაკში შედგა სერიალში „ყველა ჩუმად პრესტონის წინ“ შესრულებული კირსტის როლით[4]. ორწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წლიდან დაიწყო ფილმებსა და სერიალებში აქტიურად მონაწილეობა.

მრავალი პატარა და ეპიზოდური როლის შემდეგ გრეინჯერი 2008 წელს პირველად დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ როლზე. ეს იყო სერიალ „მერლინში“ შესრულებული სოფიას როლი. ამას მოჰყვა 2009 წელს ფილმ „რობინ ჰუდში“ შესრულებული მეგის როლი.

2011 წელს ჰოლიდეი დაამტკიცეს სერიალ „ბორჯიების“ ერთ-ერთ მთავარ — ლუკრეცია ბორჯიას როლზე, სადაც იგი რომის პაპ ალექსანდრე VI-ის უკანონო ქალიშვილს განასახიერებს, რომელსაც სამი უიღბლო ქორწინების შემდეგ რომანი აქვს თავის ძმასთან, ჩეზარე ბორჯიასთან. იგი „ბორჯიების“ ყველა სერიაში თამაშობდა, რომელთა გადაღებებიც 2013 წლამდე მიმდინარეობდა[5]. ლუკრეციას როლმა ჰოლიდეის განსაკუთრებული წარმატება და აღიარება მოუტანა. ჯერ კიდევ ამ სერიალის გადაღების პროცესში იგი 2012 წელს ფილმში „ანა კარენინა“ დაამტკიცეს რუსი ბარონესის როლზე.

ჯერ კიდევ 2011 წელს, მან დიანა რივერსის როლი შეასრულა ფილმში „ჯეინ ეარი“.

2012 წელს ფილმ „დიდ აღმოჩენებში“ შეასრულა ასევე მთავარი, ესტელა ჰავიშემის როლი, რასაც 2013 წელს ფილმში „ბონი&კლაიდი“ მისი ბონი პარკერის როლზე დამტკიცება მოჰყვა. ამჯერად მან ამერიკელი მძარცველი და მკვლელი ქალი განასახიერა, რამაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა მის გულშემატკივრებზე.

2015 წელს ჰოლიდეი გადაიღეს ფილმში „კონკია“, სადაც მას კონკიას ბოროტი დის, ანასტასიას როლის შესრულება მოუწია[6]. იგი ასევე ცნობილია 2017 წელს ფილმ „ტიტების სურნელში“ შესრულებული მოახლე მარიას როლით. ამ ფილმში მას ჰოლანდიელი გლეხი ქალის როლის შესრულება მოუხდა.

2019 წელს ჰოლიდეი გრეინჯერი ორ მინისერიალსა და ერთ სრულმეტრაჟიან ფილმში გადაიღეს[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Holliday Grainger Interview THE BORGIAS; Updates on BEL AMI and JANE EYRE". 30 January 2011.
  2. "Parrs Wood Alumni". parrswood.manchester.sch.uk. Archived from the original on 18 January 2017. Retrieved 10 August 2016.
  3. "Holliday Grainger Interview". 1883 Magazine. Archived from the original on 14 October 2013. Retrieved 8 September 2012.
  4. The Guardian
  5. Harnick, Chris (4 May 2012). "The Borgias renewed season 3". huffingtonpost. Retrieved 8 September 2012.
  6. 'The Borgias' Star Holliday Grainger Joins Disney's 'Cinderella' დაარქივებული 2020-02-18 საიტზე Wayback Machine. (Exclusive) Retrieved 11 June 2013
  7. "Meet the cast of BBC conspiracy thriller The Capture '". Radio Times. 8 October 2019.