ჰოკაიდოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1918
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი, academic publisher და უნივერსიტეტი
თავმჯდომარე Toyoharu Nawa[1] და Kiyohiro Houkin
სტუდენტი 17 541[2]
ქვეყანა იაპონია
ფერები მწვანე[3]
კავშირები arXiv[4] და Open Education Global[5]
ჰოკაიდოს უნივერსიტეტი — იაპონია
ჰოკაიდოს უნივერსიტეტი
https://www.hokudai.ac.jp/ და https://www.global.hokudai.ac.jp/

ჰოკაიდოს უნივერსიტეტი (იაპონ. 北海道大学, Hokkaidō daigaku) ― იაპონიის ეროვნული უნივერსიტეტი საპოროში, ჰოკაიდოზე.[6] იგი იაპონიის მეხუთე საიმპერიო უნივერსიტეტია. მიიჩნევა იაპონიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად. შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებული გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის შემადგენლობაში და ტოპ ტიპის უნივერსიტეტებს მიეკუთვნება. მთავარი კამპუსი საპოროს საქმიან ნაწილში, საპოროს მოედნის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870 წელს ჰოკაიდოს განვითარების კომისიის ხელმძღვანელმა, კუროდა კიიოტაკამ ამერიკაში იმოგზაურა. დაბრუნებისას მასთან ერთად იაპონიაში გენერალი ჰორას კაპრონი, სოფლის მეურნეობის კომისარიც ჩავიდა, რომელმაც ჰოკაიდოს ცივ კლიმატში სოფლის მეურნეობის ახალი მეთოდებისა და კულტურების დანერგვა დაიწყო. ამის მისაღწევად სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის გახსნის იდეა გაჩნდა, რასაც 1876 წელს საპოროს სოფლის მეურნეობსი კოლეჯის დაარსება მოჰყვა უილიამ ს. კლარკის მიერ. 1907 წლის სექტემბერში ტოჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტმა საპოროში სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი მოაწყო. 1918 წლის 1-ელ აპრილს ტოჰოკუს საიმპერიო უნივერსიტეტმა სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი ჰოკაიდოს საიმპერიო უნივერსიტეტს დაუთმო. იგი ერთ-ერთი იყო 9 საიმპერიო უნივერსიტეტიდან. მედიცინის სკოლა 1919 წელს დაარსდა, რომელშიც სოფლის მეურნეობის კოლეჯი სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის სახით შევიდა. ამას ინჟინერიის ფაკულტეტი და მეცნიერების ფაკულტეტი მოჰყვა, ხოლო 1947 წელს სამართლისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის ამჟამინდელი სახელწოდების გამოყენება 1947 წლიდან დაიწყეს. 1953 წელს კურსდამთავრებულთა სკოლა გაიხსნა.

2004 წელს ახალი კანონის მიხედვით უნივერსიტეტი ეროვნულ საუნივერსიტეტო კორპორაციაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციაში შესვლამ უნივერსიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობა და ავტონომია გაზარდა, იგი ნაწილობრივ კვლავ კონტროლდება იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ.

2020 წელს ჰოკაიდოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ტოიოჰარუ ნავა იაპონიის განათლების მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ, სამუშაო ადგილზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო თანამდებობიდან გადააყენა. მას შემდეგ, რაც ეროვნული უნივერსიტეტები დამოუკიდებლები გახდნენ (2004), ნავა ეროვნული უნივერსიტეტების პირველი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა ყოფილმა ნეიროქირურგმა და ჰოკაიდოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა, კიოჰირო ჰოუკინმა დაიკავა.

ფაკულტეტები და სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტი 2009 წელს

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტს განათლების, სამართლის, ეკონომიკის, მედიცინის, ჯანდაცვის მეცნიერებების (რადიაციული ტექნოლოგია, ლაბორატორიული ტექნოლოგია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია), საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, ინჟინერიის, ვეტერინარული მედიცინის, თევზჭერის მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა, მეცნიერების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია, დედამიწის და პლანეტარული მეცნიერებები) ფაკულტეტები ფუნქციონირებს.

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შემდეგი სკოლები: სოფლის მეურნეობის, ბიომედიცინის მეცნიერებისა და ინჟინერიის, ქიმიურ მეცნიერებათა და ინჟინერიის, სტომატოლოგიის, ეკონომიკისა და ბიზნესის, განათლების, ინჟინერიის, გარემოსდაცვით მეცნიერებათა, თევზჭერის მეცნიერებათა, გლობალური სურსათის რესურსების, ჯანდაცვის მეცნიერებათა, საინფორმაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, ინფექციურ დაავადებათა, საერთაშორისო მედიის, კომუნიკაციებისა და ტურიზმის კვლევების, სამართლის, მედიცინის, ფარმაცევტულ მეცნიერებათა საჯარო პოლიტიკის, ვეტერინარული მედიცინის და სხვ. სკოლები.

ინგლისურენოვანი პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამები მთლიანად ინგლისურ ენაზე ისწავლება შემდეგ დეპარტამენტებში: სოფლის მეურნეობა, ქიმიური მეცნიერებები და ინჟინერია, ინჟინერია, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, მეცნიერება და ვეტერინარული მედიცინა.

პროგრამები საერთაშორისო სტუდენტებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტს სპეციალურად საერთაშორისო სტუდენტებისთვის ორი პროგრამა აქვს:ერთი ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა (თანამედროვე იაპონური კვლევების პროგრამა) და ერთი ხუთწლიანი პროგრამა (როგორც საბაკალავრო, ისე უფრო მაღალ დონეზე) ― ინტეგრირებული მეცნიერების პროგრამა.

აკადემიური რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სამდივნო

2017 წელს CWRS Leiden-ის რეიტინგში ჰოკაიდოს უნივერსიტეტმა იაპონიის უნივერსიტეტებს შორის მე-6, ხოლო მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 120-ე ადგილი დაიკვა. 2018 წელს QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ჰოკაიდოს უნივერსიტეტი მე-7 ადგილზე იყო იაპონიის უნივერსიტეტებს შორის და 122-ზე მსოფლიო მასშტაბით.[7] In 2018, QS World University Rankings ranked Hokkaido University at 122nd in the world (7th in Japan).

2019 წელს Times Higher Education-მა ჰოკაიდოს უნივერსიტეტი იაპონიის მე-5 საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა.[8] ამავე წელს მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით იაპონიის უნივერსიტეტებს შორის მე-6-მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 151-200 ადგილებს შორის იყო.

კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Thomson Reuters-ის მიხედვით ჰოკაიდ იაპონიაში მე-6 საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის კვლევითი სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია მატერიალურ მეცნიერებებში (მე-7 იაპონიაში, 86-ე მსოფლიოში), ქიმიაში (მე-8 იაპონიაში, 52-ე მსოფლიოში) და ბიოლოგიასა და ბიოქიმიაში (მე-6 იაპონიაში, 104-ე მსოფლიოში).[9]

Weekly Diamond-ის მოხსენების მიხედვით ჰოკაიდოს უნივერსიტეტს Global COE Program-ში მე-10 უმაღლესი კვლევითი სტანდარტი აქვს იაპონიაში ერთ კვლევაზე გაღებული დაფინანსების მიხედვით.[10]

ჰოკაიდოს კარგი კვლევითი სტანდარტი აქვს ეკონომიკაში. RePec-მა უნივერსიტეტი მე-16 საუკეთესო ეკონომიკურ კვლევით უნივერსიტეტად დაასახელა 2011 წლის იანვარში.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]