ჰოაცინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჰოაცინი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Opisthocomus hoatzin | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჰოაცინი (Opisthocomus hoatzin) — ქათმისნაირთა რიგის, ჰოაცინისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი. ტანად დიდი ფრინველია (მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა 800 გ აღწევს). ბინადრობს მდინარე ამაზონის აუზის ნოტიო ტყეებში. დებს 2-4 კვერცხს. ახალგამოჩეკილი მართვე შიშველია, ფრთის 1-ელ და მე-2 თითზე აქვს ბრჭყალები, რომლებიც ეხმარება ტოტებზე ცოცვაში და ზრდასრულობაში უქრება. იკვებება მცენარეული საკვებით. ბუდობს მცირე ჯგუფებად (10-40 ფრთა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 676, თბ., 1987 წელი.