ჰიუგ დე პეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიუგ დე პეინის გერბი

ჰიუგ დე პეინი (ფრანგ. Hugues de Payns ან Hugues de Payens ჰიუგ დე პეიანი; დ. დაახ. 1070, პეიანი, საფრანგეთი — გ. 24 მაისი, 1136) — ტამპლიერების ორდენის პირველი დიდი მაგისტრი.

ჰიუგ დე პეინი სავარაუდო დაბადების ადგილედ მიიჩნევენ ტრუადან ათიოდე კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტ პეიანს. იგი იყო „ტამპლიერთა ორდენის“ დამაარსებელი. მის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ჰიუგი ფრანგული არისტოკრატიის საშუალო წრიდან უნდა იყოს გამოსული და მონტინი-ლაჟესის სენიორი იყო. მას მამულები ჰქონდა ტონერის მიდამოებშიც. ჰიუდ დე პეინმა მონაწილეობა მიიღო პირველ ჯვაროსნული ლაშქრობაში და დაახლოებით 1100 წელს საფრნაგეთში დაბრუნდა. 1104—1114 წლებში იყო გრაფ ჰიუგ დე შამპანს ახლდა პილიგრიმად იერუსალიმში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა კიდეც. 1118—1119 წლებს შორის მან დააარსა „ტამპლიერთა ორდენი“. ჰიუგ დე პეინს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი ტიბო, რომელიც მოგვიანებით სენ-კოლომბის აბატი გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]