ჰიდატოდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდატოდები (ბერძნ. hydatosწყალიბერძნ. hodos – გზა; წყლის ბაგეები) — სამარჯვი, რომლის საშუალებითაც მცენარე წყალს წვეთ-წვეთად (გუტაცია) გამოყოფს. განლაგებულია ფოთლის წვერზე ან ფოთლის კბილების ბოლოში. უფრო ხშირად გვხვდება დაქვეითებული ტრანსპირაციის მქონე მცენარეებში, რომლებიც იზრდებიან ჭარბტენიან ნიადაგზე. ჰიდატოდები უმეტესად სახეცვლილი ბაგეებია, რომელთა მკეტავი უჯრედები მუდამ ღიაა. ზოგჯერ ნახვრეტი გარშემორტყმულია ეპიდერმისის ჩვეულებრივი უჯრედით. ზოგიერთი ჰიდატოდები წარმოადგენს ჯირკვალს, რომელიც ტენს აქტიურად გამოყოფს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]