საპროფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საპროფიტები (ბერძ. sapros — დამპალი და ბერძ. phyton— მცენარე) — მცენარეები, რომლებიც იკვებებიან მკვდარი ორგანიზმების ორგანული ნივთიერებებით ან ცოცხლის გამონაყოფით. კვების ტიპის მიხედვით განეკუთვნებიან ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს.

საპროფიტები ავტოტროფულ ორგანიზმებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დედამიწაზე ნივთიერებათა წრებრუნვაში. ისინი მცენარეთა და ცხოველტა ნაშთს წყლად, ნახშირორჟანგად, ამიაკად და სხვა არაორგანუ შენაერთებად გარდაქმნიან. საპროფიტები გვხვდება მეტწილად ბაქტერიებში, აქტინომიცეტებსა და სოკოებში. წყალმცენარეებიდან ტიპური საპროფიტებია პოლიტომა (ქლამიდომონასისებრთა ოჯახი), პროტოთეკა (პროტოკოკუმისებრთა ოჯახი) და სხვა. ყვავილოვნებიდან საპროფიტებს ხშირად აკუთვნებენ მსხალიჭასებრთა, ჯადვარისებრთა და სხვა ოჯახის მცენარეებს, რომლებიც უფრო მიკოტროფულ პარაზიტულ მცენარეებად უნდა ჩაითვალოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]