ბრუცელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრუცელოზი, მალტის ცხელება, ბანგის დაავადებაადამიანისა და ცხოველის ინფექციურ-ალერგიული დაავადება. მიმდინარეობს ხანგრძლივად (3 თვიდან 2 წლამდე და მეტხანს), უმთავრესად აზიანებს ნერვულ სისტემას, ძვლებს, სახსრებს. ბრუცელოზის გამომწვევი მიკროორგანიზმები — ბრუცელები სამი სახისაა: ცხვრის (Brucella melitensis), ხარისა (Brucella abortus) და ღორისა (Brucella suis). ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული ცხოველი (თხა, ცხვარი, ღორი, მსხვილფეხა რქოვანი საქონელი), რომელიც გამოყოფს ბრუცელებს აბორტის ან მშობიარობის დროს, აგრეთვე რძესთან, შარდთან და განავალთან ერთად. ადამიანს ემართება ბრუცელოზით დაავადებული საქონლის რძის დალევის, რძის ნაწარმის, ცუდად მოხარშული ან შემწვარი ხორცის ჭამის შედეგად. ორგანიზმში ბრუცელები შეიძლება მოხვდნენ აგრეთვე დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან ან კანიდან (იარა, ნაკაწრი), სასუნთქი გზებიდან (ბრუცელებიანი მტვრის შესუნთქვისას) და ა. შ. ავადდებიან უმეტესად დასენიანებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფი პირნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]