შინაარსზე გადასვლა

ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი
ინგლ. Howard Phillips Lovecraft
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1890(1890-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი პროვიდენსი[4]
გარდაცვალების თარიღი 15 მარტი, 1937(1937-03-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი პროვიდენსი[4]
დასაფლავებულია სუონ-პოინტის სასაფლაო[4]
ფსევდონიმი Ward Phillips
საქმიანობა რომანისტი, პოეტი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ესეისტი და მწერალი[13]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ჰოუპის უმაღლესი სკოლა
ჟანრი კლასიკური დეტექტივი, ფენტეზი, გოთიკური პროზა, სამეცნიერო ფანტასტიკა, cosmicism, საშინელებათა ლიტერატურა, ლავკრაფტისეული საშინელება, body horror literature და weird fiction
Magnum opus ქთულჰუს ძახილი, The Shadow Out of Time, სიგიჟის მთებთან, ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე, ულთარის კატები, სიზმრის კედლის მიღმა, იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში და ჩრდილი ინსმუთზე
ჯილდოები ჰიუგოს რეტრო პრემია, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი და Retro Hugo Award for Best Series
მეუღლე სონია გრინი
ნათესავ(ებ)ი უიპლ ვან ბურენ ფილიპსი
ხელმოწერა
საიტი hplovecraft.com

ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი (ინგლ. Howard Phillips Lovecraft; დ. 20 აგვისტო, 1890 — გ. 15 მარტი, 1937) — ამერიკელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში. ცნობილია ქთულჰუს მითოსის შექმნით. მიჩნეულია ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორად, თუმცა სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულა.

ლავკრაფტი დაიბადა პროვიდენსში, როდ-აილენდის შტატში და ცხოვრების დიდი ნაწილი ახალ ინგლისში გაატარა. მის ყველაზე ცნობილ მოთხრობებს შორისაა „ქთულჰუს ძახილი“, „სიგიჟის მთებთან“, „ჩრდილი ინსმუთზე“. ყველა ეს მოთხრობა „ქთულჰუს“ მითოსის ნაწილია. თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში ლავკრაფტს არ შესწევდა უნარი საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყო, როგორც ავტორს და რედაქტორს. კომერციული წარმატება მისი კარიერის გვიანდელ პერიოდში უფრო და უფრო ნაკლებად მიღწევადი გახდა. ლავკრაფტი გარდაიცვალა 1937 წლის 15 მარტს 46 წლის ასაკში, პროვდენსში.[14]

სიცოცხლის განმავლობაში ლავკრაფტი ფაქტობრივად უცნობი იყო მკითხველთა უმრავლესობისთვის. მისი მოთხრობები ე. წ. სამაკულატურო ჟურნალებში იბეჭდებოდა, მათ შორის მთავარი „Weird Tales“ იყო. მიუხედავად გამოხმაურებისა, რომელსაც მისი მოთხრობები ღებულობდნენ, (შეშფოთების და ქების წერილები), მკითხველთა უმეტესობამ მისი სახელი არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა მის თანამედროვეებთან, მაგალითად კლარკ ეშტონ სმითთან და ავგუსტ დერლეტთან, რომელსაც დაუმეგობრდა, მიუხედავად ამისა, პირადად არასოდეს შეხვედრია. მწერლების ეს გაერთიანება ცნობილი გახდა როგორც „ლავკრაფტის წრე“, რადგანაც თავის ნაშრომებში ისინი ხშირად სესხულობდნენ ელემენტებს ლავკრაფტის მოთხრობებიდან (რაზეც თავად მწერალი თანახმაც იყო და აქტიურადაც აქეზებდა).

ლავკრაფტის შემოქმედების დაყოფა სამ ნაწილად არის შესაძლებელი: საშინელებათა ისტორიები (1905-1920), სიზმრების ციკლი (1920-1927), ქთულჰუს/ლავკრაფტის მითოსი (1925-1935).

  • რენდოლფ კარტერის ჩვენება (1920)
  • ჰიპნოზი (1923)
  • უცხო სამყაროს ფერი (1927)
  • სიცივე (1928)
  • ქთუჰლუს ძახილი (1928)
  • ჩრდილი ინსმუთზე (1931)
  • სიგიჟის მთებთან (1936)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118729241 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. Joshi, S. T. (სექტემბერი, 2003). „Introduction“, The Weird Tale. Wildside Press. ISBN 978-0-8095-3123-3.