ჰარი ჰუდინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარი ჰუდინი 1899 წელს

ჰარი ჰუდინი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ვაისი, დ. 24 მარტი, 1874, ბუდაპეშტი — გ. 31 ოქტომბერი, 1926) — უნგრელ-ამერიკელი ილუზიონისტი და ტრიუკების ოსტატი, რომელმაც სახელი გაითქვა სხვადასხვა სპეციალური დაბრკოლებებისგან თავის დაღწევით. თავდაპირველად ის ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპული ტურნეს დროს, სადაც წარმოადგინა ნომერი პოლიციელთა მიერ მისთვის ბორკილების დადებით და მისგან თავდახსნით.

ამ საქმიანობის გარდა, ჰუდინიმ გადაიღო რამდენიმე ფილმი, თუმცა მას მოგება არ მოუტანია. ის ასევე გატაცებული იყო მფრინავობით და მიზნად ჰქონდა გამხდარიყო პირველი ადამიანი, რომელიც ავსტრალიამდე გაფრინდებოდა.

ჰარი ჰუდინი გარდაიცვალა 1926 წელს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა. ჰუდინი ხალხს ნებას აძლევდა, მისთვის დაერტყათ, რათა საკუთარი არაჩვეულებრივი მუცლის პრესის დემონსტრირება მოეხდინა. ჰარი საავადმყოფოში გარდაიცვალა, შინაგანი სისხლჩაქცევებისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]