ჰანჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანჩა
ტბა ჰანჩა
ტბა ჰანჩა
კოორდინატები: 54°16′00″ ჩ. გ. 22°49′ ა. გ. / 54.26667° ჩ. გ. 22.817° ა. გ. / 54.26667; 22.817
მდებარეობა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 227,3 
სიგრძე 4,55 კმ
სიგანე 1,15 კმ
ფართობი 3,04 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 11,75 კმ
გამომდინარე მდინარე შავი განჩა
ჰანჩა — პოლონეთი
ჰანჩა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ჰანჩა (პოლ. Hańcza) — ტბა პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სუვალკიდან ჩრდილოეთით. მდებარეობს შუა ევროპის ვაკეზე, ზღვის დონიდან 227,3 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 3,04 კმ², საშუალო სიღრმე 38,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 108,5 მ.[1] წარმოადგენს პოლონეთის უღრმეს ტბას.[2] განლაგებულია ღარტაფში, რომელიც წარმოქმნილია მყინვარული ნაკადის მიერ. ტბის ნაპირები შემოფარგლულია მაღალი და ციცაბო კალთებით. ფსკერს მნიშვნელოვანი დახრილობა აქვს. ტბის სამხრეთი ნაპირიდან გამოედინება მდინარე ნემანის მარცხენა შენაკადი მდინარე შავი განჩა. მეზოტროფული ტბაა. სანაპირო მცენარეულობას მოკლებულია. მოქცეულია სუვალკის ლანდშაფტური პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშია ჰანჩის ტბის ნაკრძალი, რომელიც შეიქმნა 1963 წელს. მდიდარია თევზით. გვხვდება სიგი, ჭაპალა, ცქიმურა, გველთევზა, ქარიყლაპია, ტბის კალმახი, ალპური ქვაქვეშია და სხვა. ჰანჩა დაივინგის ადგილია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]