ხორხე ლუის ბორხესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბორხესი, ხორხე ლუის)
ხორხე ლუის ბორხესი
ესპ. Jorge Luis Borges
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1899(1899-08-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ბუენოს-აირესი[15]
გარდაცვალების თარიღი 14 ივნისი, 1986(1986-06-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [12] [13] [14] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჟენევა[16] [17]
დასაფლავებულია სამეფო სასაფლაო
ფსევდონიმი B. Suarez Lynch და H. Bustos Domecq
საქმიანობა მთარგმნელი, ბიბლიოთეკარი[18] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სცენარისტი, მწერალი[12] , პოეტი, პუბლიცისტი და ესეისტი
ენა ფრანგული ენა და ესპანური ენა
მოქალაქეობა  არგენტინა
ალმა-მატერი კალვინის კოლეჯი
ჟანრი პოეზია, მოთხრობა და ესე
Magnum opus The Library of Babel
ჯილდოები ფორმენტორის პრემია, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, პერუს მზის ორდენის კავალერი, იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი[19] , იერუსალიმის პრემია[20] , ალფონსო რეიესის საერთაშორისო პრემია[21] [22] , ბერნარდო ო’ჰიგინსის ორდენის კავალერი, ედგარის პრემია, კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“[23] , World Fantasy Award for Life Achievement[24] , მიგელ დე სერვანტესის პრემია[25] , Grand Knights with Star of the Order of the Falcon, ჩინო დელ დუკას პრემია[26] , ბალცანის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ალფონსო X ბრძენის ორდენის დიდი ჯვარი, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[19] , Grand Officer of the Military Order of Saint James of the Sword[27] , diamond Konex award[28] , honorary doctorate of the University of Murcia[29] , სან-მარკოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და honorary doctorate from the Pontifical Catholic University of Peru
მეუღლე ელსა ასტეტე მილიანი[30] და მარია კოდამა[30]
პარტნიორ(ებ)ი კონსპესიონ გერერო
ხელმოწერა

ხორხე ლუის ბორხესი (ესპ. Jorge Luis Borges [ˈxorxe ˈlwis ˈβorxes]) (სრული სახელი ესპ. Jorge Francisco Isidoro Luis Borges Acevedo ფრანცისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედო), (დ. 24 აგვისტო, 1899, ბუენოს-აირესი, არგენტინა ― გ. 14 ივნისი, 1986, ჟენევა, შვეიცარია) — არგენტინელი მწერალი და პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა, ხორხე გილიელმო ბორხესი, ადვოკატი და ფსიქოლოგიის პროფესორი, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მაგრამ შვილისგან განსხვავებით, წარმატებას ვერ მიაღწია. დედა, ლეონორ ასევედო სუარესი ინგლისურიდან მთარგმნელად მუშაობდა. ბორხესების ოჯახი ორენოვანი იყო, ამიტომ მომავალი მწერალი ბავშვობიდან ერთ დონეზე ფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბორხესი ჟენევაში სწავლობს, გარკვეულ დროს ატარებს იტალიასა და ესპანეთში. ამ პერიოდისთვის ხორხე ლუის ბორხესი ესპანეთში ულტრაისტული ავანგარდული მიმდინარეობის წევრია. ჟურნალში Grecia ქვეყნდება უოლტ უიტმანის სტილში დაწერილი მისი პირველი ლექსი, ჰიმნი ზღვას.

1921 წელს იგი ბუენოს-აირესში ბრუნდება და მრავალმხრივ კულტურულ მოღვაწეობას იწყებს: აარსებს ჟურნალს, თარგმნის კაფკასა და ფოლკნერს, აქვეყნებს ლექსებსა და ესეებს. 1930-იანი წლების ბოლოს იგი იწყებს მოთხრობებისა და ნოველების წერას და აქვეყნებს „მსოფლიო მზაკვრობის ისტორიას“, რომელიც სახელს გაუთქვამს როგორც პროზაიკოსს. ამ პერიოდში იგი თავზე ტრავმას იღებს, რაც მის ნაწილობრივ დაბრმავებას იწვევს, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც განაგრძობს მუშაობას. ამაში მას ჯერ დედა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი თანაშემწე და მოგვიანებით მეუღლე, მარია კოდამა ეხმარება. ამ პერიოდისთვის ბორხესი ძირითადად ცნობილია თავისი ნოველებით, თუმცა ამავე დროს წერს ლექსებსა და ლიტერატურულ კრიტიკას. იგი თანაავტორია ასევე პაროდიული დეტექტივებისა, რომლებიც ბუსტოს დომეკის ფსევდონიმით გამოდის, და ასტორ პიაცოლას მუსიკაზე შექმნილი სიმღერების. 1955 წელს ბორხესს ნიშნავენ ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. ამავე წელს ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლებას იწყებს.

საერთაშორისო კრიტიკა ბორხესის შემოქმედებით მხოლოდ 1960-იანი წლებში ინტერესდება. 1961 წელს იგი სამუელ ბეკეტთან ერთად იღებს ფორმენტორის პრემიას. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგმნება ინგლისურად, რასაც ავტორისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს. 1967 წელს ბორხესი ცოლად ირთავს დიდი ხნის მეგობარს, ელზა ასტეტ მილანს, რომელთან ქორწინებაც 3 წელი გრძელდება. 1973 წელს ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ბორხესი ტოვებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას. 1979 წელს მწერალს აჯილდოებენ სერვანტესის პრემიით, 1983 წელს კი საპატიო ლეგიონის ორდენს იღებს.

ცხოვრების ბოლო წლებს ბორხესი თავის თანაშემწესთან, მარია კოდამასთან ატარებს. 1984 წელს ისინი აქვეყნებენ ნაწყვეტებს თავიანთი დღიურიდან, სახელწოდებით ატალა, სადაც ბორხესის ტექსტები და კოდომას ფოტოებია. ისინი 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქორწინდებიან. ბორხესი გარდაიცვლება კიბოთი, ჟენევაში, 1986 წელს. მას მეფეთა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორხესს ზოგიერთი მაგიური რეალიზმის ლათინო ამერიკული სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევს და გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად XX საუკუნის სამხრეთ ამერიკული ფიქციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად ასახელებს. სხვები კი მასში უნივერსალურ მწერალს ხედავენ. მის ნაწარმოებებში ხშირია სიმბოლოების, სარკეების, ლაბირინთების, რეალობისა და პიროვნების თემა. ფიქციის გარდა ბორხესის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს. ბორხესი დეტექტიურ რომანს მიიჩნევს კლასიკური ლიტერატურის ღირსეულ მემკვიდრედ, რადგან მას გააჩნია ნათლად განსაზღვრული გეგმა, შესავალი, ინტრიგა და დასასრული. ბორხესს ეკუთვნის ასევე მოკლე ბიოგრაფიები და გრძელი ფილოსოფიური ესეები მეტყველების, დიალოგის, აზროვნებისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ. ისეთ სტატიებში, როგორიცაა, მაგალითად, „ტანგოს ისტორია“ და „ათას ერთი ღამის მთარგნელები“, ავტორი ნათლად მიანიშნებს იმ ელემენტებზე რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანფასის მთვარე, 1925
  • ინკვიზიციები, 1925
  • დისკუსია, 1932
  • გაიძვერობის უნივერსალური ისტორია, 1935
  • მარადიულობის ისტორია, 1936
  • ფიქციები (ნოველების კრებული), 1944
  • ალეფი, 1949
  • გამოძიებები, 1952
  • ავტორი, 1960
  • სხვა, იგივე, 1964
  • ექვსი სიმისთვის, 1964
  • ავტობიოგრაფიული ესე, 1970
  • ვეფხვების ოქრო, 1972
  • წინასიტყვაობების წიგნი, 1975
  • ქვიშის წიგნი, 1975
  • ღრმა ვარდი, 1975
  • რკინის მონეტა, 1976
  • რა არის ბუდიზმი, 1976
  • ღამის ისტორია, 1977
  • შვიდი ღამე, 1980
  • ციფრი, 1981
  • ექვსი ესე დანტეს შესახებ, 1982
  • ატლასი, 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
  2. 2.0 2.1 todotango.com
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  11. Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Annuaire prosopographique : la France savante
  14. 14.0 14.1 Munzinger Personen
  15. Борхес Хорхе Луис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118513532 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Bibliothèque nationale de France Record #11892985q // BnF catalogue généralParis: BnF.
  18. http://www.worldatlas.com/webimage/countrys/samerica/argentina/arfamous.htm
  19. 19.0 19.1 quirinale.it
  20. Краткая еврейская энциклопедия / под ред. И. Орен(untranslated), 1976.
  21. http://www.literatura.bellasartes.gob.mx/index.php?option=com_content&view=article&id=137&Itemid=95
  22. Google Books — 2005.
  23. https://www.google.com/search?tbm=bks&hl=ru&q=%221979.+honorary+kbe+Knight+Commander%22+intitle%3A%22Reference+Guide+to+World+Literature%22
  24. http://www.worldfantasy.org/awards/awardslist.html
  25. http://www.mcu.es/premiado/mostrarDetalleAction.do?prev_layout=premioMiguelCervantesPremios&layout=premioMiguelCervantesPremios&language=es&id=1007220
  26. http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
  27. http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
  28. https://www.fundacionkonex.org/premios1984-letras
  29. https://www.um.es/web/universidad/doctores-honoris-causa/jorge-luis-borges
  30. 30.0 30.1 http://www.me.gov.ar/efeme/jlborges/familia.html
  31. 31.0 31.1 Bouriau C. Alfred Adler et la philosophie — გვ. 131. — ISBN 978-2-406-11001-9