ჰავაის მეყვავილისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჰავაის მეყვავილისებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Drepanididae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ჰავაის მეყვავილისებრნი (Drepanididae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. პატარა (სხეულის სიგრძე 10-20 სმ, მასა 10-30 გ) ფრინველებია, მომწვანო, ყვითელი, წითელი ან შავი ბუმბული აქვთ. გავრცელებული არიან ჰავაის კუნძულებზე. ოჯახში 11 გვარის 21-22 სახეობაა (ამჟამად 7-8 სახეობა ამომწყდარია). აქვთ სხვადასხვა ფორმის ნისკარტი. ბინადრობენ ტყეში, ხშირ ბუჩქნარში ან განცალკევებულ ხეებზე. დებენ 2-3 კვერცხს. აქვთ მკვეთრად შემოსაყღვრული არეალი. გრძელნისკარტა ფორმები წუწნიან ყვავილის ნექტარს, ხილის წვენს, იჭერენ წვრილ მწერებს ყვავილზე. მოკლე, სწორნისკარტიანები ძირითადად თესლებით იკვებებიან. ჰავაის მეყვავილისებრნისთვის დამახასიათებელია მუშკის სუნი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 587, თბ., 1987 წელი.