ჰავაის ანტიციკლონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰავაის ანტიციკლონი

ჰავაის ანტიციკლონი (ინგლ. North Pacific High) — ჩრდილო-წყნაროკეანური ანტიციკლონი, მაღალი ატმოსფერული წნევის არე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, წყნარი ოკეანის სუბტროპიკულ და ტროპიკულ ნაწილში, ჰავაის შტატის რაიონში. აისახება წნევათა ყველა თვის მრავალწლიური საშუალოების რუკებზე. ჰავაის ანტიციკლონი აზორის ანტიციკლონის ანალოგიური ატმოსფეროს მოქმედების უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ჰავაის ანტიციკლონის ცენტრში იანვარში საშუალო წნევა 1022 მბარზე მეტია, ივლისში — 1026 მბარზე მეტი. ზაფხულობით ჰავაის ანტიციკლონი ვრცელდება უფრო მარალ განედებში. ჰავაის ანტიციკლონთანაა დაკავშიებული წყნარი ოკეანის ჩრდიო-აღმოსავლეთი პასატი, რომელიც ქრის ჰავაის ანტიციკლონის ეკვატორისაკენ მიმართულ პერიფერიაზე, ზაფხულობით — აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთი მუსონი, რომელიც ქრის ჰავაის ანტიციკლონის დასავლეთ ნაწილში — ოკეანიდან აზიის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]