ჯუ შიძე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჯუ შიძე (ჩინ. 朱世杰; დ. 1270 — გ. 1330) — ჩინელი მათემატიკოსი. ტრაქტატში „ოთხი ელემენტის იასპის სარკე“ აღწერა ე. წ. ჰორნერის მეთოდი და განტოლებათა შედგენის ხერხები, დაამუშავა უმაღლესი ხარისხის ოთხუცნობიან განტოლებათა ჩაწერის სისტემა და ამოხსნა ზოგიერთი ამოცანა, რომლებიც ამ განტოლებებზე დაიყვანება.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 580-581, თბ., 1987 წელი.