ჯონ ბოინტონ პრისტლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ბოინტონ პრისტლი

ჯონ ბოინტონ პრისტლი
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1894
დაბ. ადგილი ბრედფორდი, ინგლისი
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 1984
გარდ. ადგილი ინგლისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი
პერიოდი მე-20 საუკუნე

[http://[1] ოფიციალური საიტი]

ჯონ ბოინტონ პრისტლი (ინგლ. John Boynton Priestley; დ. 13 სექტემბერი, 1894, ბრედფორდი, ინგლისი – გ. 14 აგვისტო, 1984, ინგლისი) — ინგლისელი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იან წლებში. წერდა ლექსებსა და ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. პოპულარობა მოუტანა რომანმა "გულითადი ამხანაგები" (1929). პრიესტლის რომანებში ასახული საზოგადოება დემოკრატიულია, პერსონაჟები უმთავრესად უბრალო, "პატარა ადამიანები" არიან. აღსანიშნავია ამ ნაწარმოებთა პატრიოტიზმი, "ინგლისური ტრადიციების" გაიდეალება. პრიესტლის მნიშვნელოვანი რომანებია: "ანგელოზის ქუჩა" (1930), "ისინი დადიან ქალაქში" (1936), "ნათელი დღე" (1946), "ფესტივალი ფარბრიჯში" (1951), "ლონდონის ჩიხი" (1969) და სხვა. პრიესტლის ეკუთვნის პიესებიც, რომლებშიც სვამს სოციალურ და მორალურ პრობლემებს, მაგრამ ხშირად მიმართავს ექსპერიმენტს, პირობითობას, დროთა აღრევას. წარმატება მოიპოვა პიესებმა "სახიფათო მოსახვევი" (1932), "ტირიფების ჭალა" (1933), "სამოთხის კიდე" (1934), "დრო და კონვეის ოჯახი" (1937), "განძი" (1953), "შუშის გალია" (1958) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]