ჯონ ბენეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ ბენეტი
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1910
ფორტ ლი, ნიუ-ჯერსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 1990 (80 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1916 - 1982

ჯოან ჯერალდინ ბენეტი (ინგლ. Joan Bennett დ. 27 თებერვალი, 1910, ფორტ ლიი, ნიუ-ჯერსი, აშშ – გ. 7 დეკემბერი, 1990, სკარსდეილი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი სცენის, კინოსა და ტელე- მსახიობი. კარიერის დაწყებისას, ბენეტი 70-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა, მუნჯი ფილმების ეპოქიდან, ხმოვანი ფილმების ეპოქამდე. მისი დასამახსოვრებელი როლები მოიცავს რეჟისორ ფრიც ლენგის ფილმებს - მათ შორის Man Hunt (1941), ქალი ფანჯარაში (1944) და Scarlet Street (1945). ასევე, დასამახსოვრებელია მისი სატელევიზიო ელიზაბეტ კოლინზ სტოდარდის როლი 1960-იანი წლების გოთიკურ სერიალში Dark Shadows, რისთვისაც მან მიიღო ემის ნომინაცია 1968 წელს.

ბენეტის კარიერას სამი განსხვავებული ეტაპი ჰქონდა: ჯერ როგორც მომხიბვლელი ქერა ლამაზმანი, შემდეგ როგორც მგრძნობიარე შავგვრემანი "ფატალური ქალი" და ბოლოს, როგორც გულთბილი ცოლისა და დედის ეტაპი.

1951 წელს ბენეტის საეკრანო კარიერა დაირღვა სკანდალით მას შემდეგ, რაც მისმა მესამე ქმარმა, კინოპროდიუსერმა უოლტერ ვანგერმა დაჭრა ის და მისი აგენტი ჯენინგს ლენგი. ვანგერი ეჭვობდა, რომ ლენგს და მას რომანი ჰქონდათ, ბრალდება ბენეტმა კატეგორიულად უარყო.[1]

მისი ბოლო კინო როლისთვის, რომელიც იყო მადამ ბლანის როლი დარიო არჯენტოს საკულტო საშინელებათა ფილმში Suspiria (1977), მან მიიღო სატურნის ჯილდოს ნომინაცია.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოან ჯერალდინ ბენეტი დაიბადა 1910 წლის 27 თებერვალს ფორტ ლიში, ნიუ ჯერსი, მსახიობ რიჩარდ ბენეტისა და მსახიობის/ლიტერატურული აგენტის ედრიენ მორისონის ოჯახში. ის სამი ქალიშვილიდან უმცროსია.[2]

ბენეტი პირველად გამოჩნდა ჩუმ ფილმში მშობლებთან და დებთან ერთად მამის დრამაში „The Valley of Decision“ (1916). იგი სწავლობდა მის ჰოპკინსის გოგონათა სკოლაში მანჰეტენში, შემდეგ სენტ მარგარეტის სკოლა-ინტერნატში უოტერბერიში, კონექტიკუტის შტატში და ლ'ერმიტაჟში, ვერსალში დამამთავრებელ სკოლაში.

1926 წლის 15 სექტემბერს 16 წლის ბენეტმა ლონდონში იქორწინა ჯონ ფოქსზე. ისინი განქორწინდნენ ლოს ანჯელესში 1928 წლის 30 ივლისს, ალკოჰოლიზმის ბრალდებით.[3] მათ ჰყავდათ ერთი შვილი, ედრიენ რალსტონ ფოქსი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენეტის სასცენო დებიუტი შედგა 18 წლის ასაკში, როდესაც მამასთან ერთად ითამაშა Jarnegan-ში (1928), რისთვისაც მან მიიღო კარგი შეფასებები. 20 წლის ასაკში ის გახდა კინოს ვარსკვლავი ისეთი როლებით, როგორებიცაა ფილის ბენტონი ფილმში Bulldog Drummond და ლედი კლარისა პევენსი ფილმში Disraeli.

იგი სწრაფად გადადიოდა ფილმიდან ფილმზე 1930-იანი წლების განმავლობაში. მან ითამაშა დოლორეს ფენტონის როლი United Artists-ის მიუზიკლში Puttin' On The Ritz (1930) ჰარი რიჩმენის გვერდით და ფეით მეპლის როლი, მობი დიკის (1930) ადრეულ ხმოვან ვერსიაში, გადაღებული Warner Brothers-ის მიერ.

იგი რამდენიმე ფილმში გამოჩნდა Fox Film Corporation-თან კონტრაქტით. მან ითამაშა ჯეინ მილერის როლი ფილმში „მას სურდა მილიონერი“ (1932). 1932 წლის 16 მარტს იგი დაქორწინდა სცენარისტზე/კინოპროდიუსერ ჯინ მარკიზე ლოს ანჯელესში,[4] მაგრამ წყვილი განქორწინდა ლოს ანჯელესში 1937 წლის 3 ივნისს. მათ შეეძინათ ერთი შვილი, მელინდა მარკი.

ბენეტმა დატოვა ფოქსი, რათა ეთამაშა ემი, პერტი დის როლი Little Women-ში (1933), რომლის რეჟისორი იყო ჯორჯ კუკორი. ამ ფილმით ბენეტიმოექცა კინოპროდიუსერის უოლტერ ვანგერის ყურადღების ცენტრში, რომელთანაც ბენეტმა კონტრაქტი გააფორმა. კონ ბენეტმა შეასრულა სალი მაკგრეგორის, ფსიქიატრის ახალგაზრდა ცოლის როლი, ფილმში Private Worlds (1935) ჯოელ მაკკრეასთან ერთად. ბენეტმა, ასევე, ითამაშა ფილმში Vogues of 1938 (1937), რომელშიც მან ბრილიანტისა და პლატინის სამაჯური მოირგო ბირმის ლალის ვარსკვლავით.

გარეგნობის ცვლილებით (ქერადან შავგრემნობამდე), ბენეტმა დაიწყო სრულიად ახალი ეკრანული კარიერა, რადგან მისი პერსონა გადაიქცა გლამურულ, მაცდუნებელ ფატალურ ქალად. მან შეასრულა პრინცესა მარია ტერეზას როლი ფილმში „ადამიანი რკინის ნიღაბში“ (1939) და ლიხტენბურგის დიდი ჰერცოგინია ზონას როლი ფილმში „მონტე კრისტოს ვაჟი“ (1940).

მის მხურვალე თვალებთან ერთად, ბენეტის ახალმა შავგვრემანმა გამომეტყველებამ მას უფრო მიწიერი, უფრო დამპყრობელი პერსონის როლი შესძინა. მან მოწონება დაიმსახურა ბრენდა ბენტლის როლისთვის ფილმში The House Across the Bay (1940), ასევე ჯორჯ რაფტის მონაწილეობით და კეროლ ჰოფმანის როლით ანტინაცისტურ დრამაში The Man I Married, რომელშიც ასევე ითამაშა ფრენსის ლედერერმა.

1940 წლის 12 იანვარს ბენეტმა და პროდიუსერმა უოლტერ ვანგერმა იქორწინეს.[5] ისინი განქორწინდნენ 1965 წელს.[6] წყვილს ორი შვილი ჰყავს, სტეფანი და შელი ვანგერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Actress Joan Bennett Dead At 80", Associated Press, December 10, 1990. Accessed December 12, 2013. "The actress, born in Fort Lee, N.J., made her 1928 debut in the Broadway play Jarnegan."
  2. "Actress Joan Bennett Dead At 80", Associated Press, December 10, 1990. Accessed December 12, 2013. "The actress, born in Fort Lee, N.J., made her 1928 debut in the Broadway play Jarnegan."
  3. „Daughter Of Actor Divorced: Joan Bennett Fox Wins Decree on Charges of Mate's Intoxication“. Los Angeles Times. July 31, 1928. p. A20.
  4. "Actress' Marital Tie Cut: Joan Bennett Granted Divorce From Gene Markey, Writer", Los Angeles Times, June 4, 1937, p.3.
  5. "Joan Bennett and Wanger Marry in Phoenix Elopement – Actress and Producer Make Trip by Auto; Announce They'll Return to Hollywood Today", Los Angeles Times, January 13, 1940, p.1.
  6. "Joan Bennett Divorced". The New York Times, September 21, 1965, p. SU 3.