ჯოდორ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოდორ მიხეილის ძე დადიანი (დ. 22 აგვისტო, 1922, სოფ. აბედათი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 10 ივლისი, 1998, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პროფესორი (1991).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა მარტვილის, დმანისის, გუდაუთის რაიონების განათლების განყოფილებათა სასკოლო ინსპექტორად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წლიდან იყო ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1989 წლიდან — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998 წელს იყო განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ მთავარი რედაქტორი. იკვლევდა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის საკითხებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1968;
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების სწავლება, თბ., 1981;
  • აკაკი წერეთელი, თბ., 1990;
  • ლია ჭავჭავაძე, თბ., 1997;
  • ქართველი რომანტიკოსები, თბ., 1998.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]