ჯიბუტის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქლემის ხორცისგან დამზადებული კერძი ჯიბუტის რესტორანში

ჯიბუტის სამზარეულოსომალის, აფარის, ეთიოპიის, იემენის და ფრანგული სამზარეულოების ნარევს. ის ასევე მოიცავს სამხრეთ აზიური ქვეყნების სამზარეულოების ელემენტებსაც, როგორიცაა ინდური და პაკისტანური კერძები. კულინარიის გავლენის დამატებით. ადგილობრივ საკვებს ჩვეულებრივ ამზადებენ ბევრი ახლო აღმოსავლეთის სანელებლების გამოყენებით, განსაკუთრებით იყენებენ ზაფრანასა და დარიჩინს. მწარე საკვებს ამზადებენ ბევრი ვარიაციებით, ტრადიციული ფა-ფადან, ანუ ,,Soupe Djiboutienne"-დან (სურნელოვანი მოხარშული საქონლის სუპი), yetakelt wet-მდე (სურნელოვანი ბოსტნეულის რაგუში არეული). Xalwo (გამოითქმება ,,ჰალვო") ანუ ჰალვა — პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია დღესასწაულების დროს, განსაკუთრებულად ამზადებენ ურაზა- ბაირამის დროს და ქორწილებისათვის. ჰალვა მხადდება შაქარისაგან, სიმინდის სახამებლისაგან, ილის ფხვნილისაგან, ჯავზის ფხვნილისაგან და ერბოსგან. დესერტს ტექსტურისა და არომატის გასაუმჯობესებლად. [1]

საუზმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუზმე (ყურააქ) ჯიბუტის ხალხისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ისინი ხშირად საუზმობენ სხვადასხვა ტიპის ჩაით ან ყავით. მთავარი კერძი ფენქეიქის ტიპის პურია, რომლეისაც ლაჰოჰს უწოდებენ. მას ხშირად აყოლებენ სუპებს, როგორიცაა ვუატი. ეს პურისებრი კერძი ეთიოპიური პურის, ინჯერას მსგავსია, მაგრამ მეტად თხელ და პატარა ნაწილს წარმოადგენს. ლაჰოჰთან ერთად მიირთმევენ სხვადასხვა ტიპის ხორცს (თხისა და ძროხის ხორცი) და სუპებს. საუზმეზე ლაჰოჰთან ერთად ჭამენ თაფლს და მიირთმევენ ჩაის.

ლანჩი და სადილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანჩისა (ქადო) და სადილის (ყაშო) დროს ხშირად მიირთმევენ მთავარ კერძს, რომელსაც აქვს სხვადასხვა სტილი და არომატი. ბრინჯს ხშირად მიირთმევენ ხორცთან და / ან ბანანთან ერთად. ქალაქ ჯიბუტში ხშირად მიირთმევენ სტეიკსა და თევზს. მაკარონი ხშირად მომზადებულია მეტად მძიმე წვნიანის სახით, ვიდრე იტალიურ სამზარეულოში. მაკარონთან ერთად ხშირად მიირთმევენ შემწვარ ხორცს.

სამბუსი

ჯიბუტურ კერძებში იყენებენ ახლო აღმოსავლეთის სანელებლებსა და ელემენტებს. ჯიბუტური ცხარე კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით და დამატებული აქვს ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილები. სხვა პოპულარული ინგრედიენტებია ოსპი და ბრინჯი, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში სოუსებს უმატებენს. სოუსი შეიძლება იყოს როგორც ბერბერი, ასევე კარაქიანი ნიტერ კიბეჰი.

ადგილობრივ კერძებში იყენებენ არაბული შინაური აქლემების ხორცსაც. საჭმელებს ამზადებენ გარეული აქლემებითაც. ამ ხორცით მომზადებული კერძები ძალიან პოპულარულია ჯიბუტის რესტორნებში. [2] 250

ტკბილეული და წასახემსებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბუსა წასამხესებელ, სამკუთხა ფორმის სამოსას სომალური ვარიაციაა. მას მთელს ჯიბუტში მიითმევენ აფურის (იფტარის) დროს. ადგილობრივ ვარიანტს უმატებენ მწარე წიწაკას, რაც მას სიცხარეს სძენს. არომატისათვის მის შემადგენელ უმთავრეს კომპონენტს დაფქული ხორცი (მეტწილად თხის) და თევზი წარმოადგენს. ხალვა (გამოითქმის როგორც ,,ჰალვო") პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ, მაგალითად, რელიგიურ დღესასწაულებზე ან ქორწილებში.

გარუბეი ჯიბუტური სამზარეულოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძია. ეს არის ფაფის სტილის საჭმელი, რომელსაც რძეში ალბობენ და არომატისთვის უმატებენ კუმინსა და სხვა სანელებლებს. ბაჯიოს ინდური პაკორას სომალური ვერსიაა, რომლებსაც ქუჩებში, ჩვეულებრივ დახლებსა და მაგიდებზე ამზადებენ და ყიდიან. ამ კერძის პოპულარულობა მეტწილად მარხვების დროს იზრდება. ბაჯოისები ჯიბუტური შუადღის ჩაის ტრადიციის ოთხ განუყოფელ ელემენტთაგან ერთერთია. ქვეყანაში პოპულარულია ხილი, როგორიცაა: მანგო (კამბო), გუავა (სეიტუუნი) და ბანანი (მოსი). ხილს მთელი დღის განმავლობაში მიირთმევენ როგორც წასახლემსებლებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barlin Ali, Somali Cuisine, (AuthorHouse: 2007), p.79
  2. აქლემის ხორცი ჯიბუტურ რესტორნებში Melting Pot Restaurant Djibouti. 30 May 2014. Retrieved 28 February 2017.