ჯემალ რობაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ რობაქიძე
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1937 (1937-03-17) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ჯემალ რობაქიძე (დ. 17 მარტი, 1937, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1961 წლიდან მუშაობდა რუსთავის სინთეზური ბოჭკოს ქარხნის მშენებლობაზე, ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურის ფიზიკის განყოფილებაში წამყვან ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1970-1997 წლებში იყო საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება „საქარამადნეულის“ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, გენერალური დირექტორის მოადგილე; წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა საშენი მასალების მოპოვებისა და დამუშავების საწარმოებში; მისი მონაწილეობით აშენდა, დამონტაჟდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი ახალი ქარხანა, მათ შორის, დარკვეთის ქვიშის გამამდიდრებელი, იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი, წყურგილის ინერტული მასალების (აფხაზეთში), ლეჟბადინისა და იმირის საკარიერო სამმართველოები და სხვა უმნიშვნელოვანესი საწარმოო ობიექტები

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 - ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 491;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 240

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]