ჯეირანბათანის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეირანბათანის წყალსაცავი
აზერ. Ceyranbatan su anbarı
ქვეყანა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული აფშერონის რაიონი
ფართობი 13,9 კმ²
მოცულობა 0,186 კმ³
უდიდესი სიღრმე 28,5
საშუალო სიღრმე 14,5
ჩაედინება სამურ-აფშერონის არხი

ჯეირანბათანის წყალსაცავი (აზერ. Ceyranbatan su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის აფშერონის ნახევარკუნძულზე. წყალსაცავის ზედაპირის ფართობია 13,9 კმ²[1].

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული ენიდან „ჯეირანბათანი“ ითარგმნება როგორც „ადგილი, სადაც ქურციკი დაიხრჩო“[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალსაცავი შეიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი ინჟინრის უილიამ ლინდლის მიერ შექმნილი პროექტის საფუძველზე. პროექტის მთავარი იდეა იყო მდინარე სამურიდან წყლის გადატანა წყალსაცავში, სადაც წყალი უნდა გაწმენდილიყო და ქალაქებში მიეწოდებინათ. მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყო მუშაობა ამ პროექტის საფუძველზე. ჯერ სამურ-დევეჩის არხი გაგრძელდა აფშერონის ნახევარკუნძულამდე. 1956-1961 წლებში აშენდა წყალსაცავი ქალაქ ბაქოსა და სუმგაითში სასმელი წყლის მიწოდების გაზრდის მიზნით[3][4].

კომპლექსის პირველი ინსტალაცია ექსპლუატაციაში შევიდა 1961 წლის 8 სექტემბერს, მეორე 1966 წელს, ხოლო მესამე 1978 წელს, რომლის სიმძლავრე იყო 2,22 კუბური მეტრი წამში. მეორე და მესამე დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუმგაითის, ბაქოს სოფლებისა და დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის წყალმომარაგება. 1998-2002 წლებში ჩატარდა წყლის გამწმენდი ნაგებობების კაპიტალური რემონტი[5]. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით „დიდი ბაქოს წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის“ პროექტის ფარგლებში, განხორციელდა პირველი და მეორე დანადგარების რეკონსტრუქცია.

2006 წელს დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის 21,5 კილომეტრიანი მაგისტრალური წყალსადენი 1200 მმ დიამეტრით ამოქმედდა. წყალმომარაგების სიმძლავრე დღეში 110 ათასი კუბური მეტრი წყალია.

2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ჯეირანბათანის წყლის გამწმენდი ნაგებობების კომპლექსის გახსნა. კომპლექსი შედგება ჰიდრავლიკური კონსტრუქციებისგან, წყლის გამწმენდი ნაგებობისგან და მისი დამხმარე ინფრასტრუქტურისგან[6].

წყალსაცავის მოცულობა 186 მლნ კუბური მეტრია, სიგრძე 8,74 კმ, მაქსიმალური სიგანე 2,15 კმ, მაქსიმალური სიღრმე 28,5 მ, საშუალო სიღრმე 14,5 მ, სიმაღლე ზღვის დონიდან 27 მ. წყალი მოდის სამურ-აფშერონის არხიდან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]