ჯაკონიას ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაკონიას ჭა — კარსტული ჭა ოხაჩქუეს კირქვულ მასივზე, მდინარე ერისწყლის აუზში. იხსნება 2050 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 50 მ. აქვს დარბაზები, ძალზე ტეხილი გასწვრივი პროფილი. არ არის ნაღვენთები, ბევრია ლოდნარი. ჰაერის ტემპერატურა 5,5 °C. ზედა ნაწილში თოვლი და ფირნია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]