ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან
Wizards of Waverly Place
WOWP logo.png
სერიალის ლოგო
ფორმატი ახალგაზრდული სიტკომი
ავტორი ტოდ ჯეი გრინვოლდი
პროდიუსერი პიტერ მარეტა
ტოდ ჯეი გრინვოლდი
ბენ მონტანიო და სხვ.
რეჟისორი ვიქტორ გონზალესი
რობერტ ბერლინგერი
ბობ კოერი და სხვ.
სცენარისტი პერი მ. რეინი
ტოდ ჯეი გრინვოლდი
ვინს ჩუნგი და სხვ.
როლებში სელენა გომესი
დევიდ ჰენრი
ჯეიკ ტი ოსტინი
ჯენიფერ სტოუნი
მარია კენელს-ბარერა
დევიდ დელუისი
ქვეყანა აშშ
ტელეარხი Disney Channel
ეკრანებზე 12 ოქტომბერი 2007
6 იანვარი 2012
ქრონომ. 22-23 წთ.
სეზონი 4
ეპიზოდი 106
IMDb ID 0799922
საიტი ოფიციალური ვებ გვერდი

ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან (ინგლ. Wizards of Waverly Place) — კომედიური ჟანრის სერიალი. შექმნილი ტოდ ჯეი გრინვოლდის მიერ 2007 წელს. ფილმის პრემიერა 2007 წლის 12 ოქტომბერს შედგა დისნეის ტელევიზიის ეთერში. ფენტეზის ჟანრის ამ სერიალში მთავარ როლს სელენა გომესი თამაშობს. სერიალის გმირების მონაწილეობით 2009 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან კინოში.

სექციების სია

სიუჟეტი [რედაქტირება]

ტიპიური ამერიკული ოჯახი ნიუ იორკიდან რომელიც კარგად გაცნობის შემდეგ არც ისეთი ჩვეულებრივი აღმოჩნდება. ჯერი (დევიდ დელუისი) და ტერეზა (მარია კენელს-ბარერა) — სამი მოზარდის მშობლები არიან რომლებიც ტრადიციულად დადიან სკოლაში, აქვთ სასიყვარულო ურთიერთობები და ა.შ. თუმცა სხვა მოსწავლეებისაგან ისინი ძალიან განსხვავდებიან — ალექსი (სელენა გომესი), ჯასტინი (დევიდ ჰენრი) და მაქსი (ჯეიკ ტი ოსტინი) ჯადოქრები არიან!

დროის უკან დაბრუნება, მფრინავი ხალიჩის მართვა — ამ დავალებების შესრულების ძალა ყველას როდი შესწევს. ალექსი არაგონივრულად გამოყენებული მაგიისათვის ხშირად ხვდება კურიოზულ სიტოაციებში, ხოლო მისი უფროსი ძმა ჯასტინი, პირიქით, ზედმიწევნით სწავლობს მაგიის გამოყენების წესებს, მისი ბევრ ჯადოქარს შეიძლება შურდეს კიდეც. თავის ძმისაგან განსხვავებით მაქსი, ყველაზე უმცროსი წევრია რუსოების ოჯახში.

ასეთი ცხოვრების წესის მიუხედავად რუსოები ახერხებენ მშვიდად განაგრძოს არსებობა, თუმცა კიდევ არის ერთი რამ. ოჯახის სამი არასრულწლოვანი წევრისაგან მხოლოდ ერთს შერჩება მაგიური ძალა როდესაც 18 წელი შეუსრულდება.

როლებში [რედაქტირება]

მარცხნიდან მარჯვნივ: ტერეზა, ჯერი, მაქსი, ალექსი, ჯასტინი და ჰარპერი.

ეპიზოდები [რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდების რაოდენობა
სეზონის დასაწყისი სეზონის დასასრული
1 21 12 ოქტომბერი, 2007 31 აგვისტო 2008
2 30 12 სექტემბერი 2008 21 აგვისტო 2009
ფილმი 28 აგვისტო 2009
3 28 9 ოქტომბერი 2009 15 ოქრომბერი 2010
4 27 12 ნოემბერი 2010 6 იანვარი 2012[1]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Wizards of Waverly Place Special One Hour Episode. Disney Channel Media Net. წაკითხვის თარიღი: November 19, 2011.