ხუთი ტექნიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუთი ტექნიკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მძიმე დაკითხვა — დაკითხვის მეთოდები, რომლებიც შეიმუშავა გაერთიანებულმა სამეფომ XX საუკუნეში და ამჟამად განიხილება როგორც წამების ფორმები. თავდაპირველად შემუშავდა ბრიტანული ძალების მიერ მე-20 საუკუნის სხვადასხვა კონფლიქტში, ისინი ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ ჩრდილოეთ ირლანდიაში დაკავებულთა მიმართ ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის დროს. ხუთი მეთოდია კედელთან გახანგრძლივებული დგომა, ტომარის თავზე ჩამოცმა, ხმაურისადმი დაქვემდებარება, ძილის დაშლა და საკვებისა და სასმელის შეზღუდვა.[1]

ისინი პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ ირლანდიაში 1971 წელს, როგორც ოპერაცია დემეტრიუსის ნაწილი - ირლანდიის დროებით რესპუბლიკურ არმიაში (IRA) წევრობაში ეჭვმიტანილთა მასობრივი დაპატიმრებისა და დაკითხვების დროს.. დაკავებულთაგან თოთხმეტი დაიკითხა „ღრმა დაკითხვის“ პროგრამის ხუთი ტექნიკის გამოყენებით. ეს მოხდა შაკლეტონის ყაზარმაში, საიდუმლო დაკითხვის ცენტრში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. შვიდი დღის განმავლობაში, როცა ისინი არ იყვნენ დაკითხვის ქვეშ, დაკავებულებს თავსაბურავებითა და ხელბორკილებით ამყოფებდნენ ცივ საკანში და ასმენინებდნენ მუდმივ ძლიერ ხმაურს. აქ ისინი იძულებულნი გახდნენ მდგარიყვნენ სტრესულ მდგომარეობაში მრავალი საათის განმავლობაში და უშლიდნენ ძილს, არ აწვდიდნენ საკვებს და სასმელს. მათ ასევე არაერთხელ სცემეს და ზოგიერთმა განაცხადა, რომ ურტყამდნენ სასქესო ორგანოში, არტყმევინებდნენ თავებს კედელზე და ემუქრებოდნენ ინექციების გაკეთებით. ეფექტი იყო ხანგრძლივი ტკივილი, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვა, ძლიერი შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, დეორიენტაცია და გონების განმეორებითი დაკარგვა.[2][3] ამას ასევე მოჰყვა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმა. თოთხმეტი ცნობილი გახდა, როგორც „კაპიშონიანი კაცები“ და იყვნენ ერთადერთი დაკავებულები ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომლებზეც ხუთივე ტექნიკა ერთად გამოიყენეს. სხვა დაკავებულებზე დაკითხვის სხვა მეთოდებთან ერთად ხუთ ტექნიკიდან მაინც ერთ-ერთს იყენებდნენ.[4]

1976 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ ხუთი ტექნიკა წამებას უტოლდებოდა. შემდეგ საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს . 1978 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ტექნიკები იყო „არაადამიანური და დამამცირებელი“ და არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს, მაგრამ არ წარმოადგენდა წამებას. 2014 წელს, მას შემდეგ რაც გამოირკვა ახალი ინფორმაცია, რომელმაც აჩვენა, რომ გადაწყვეტილება 1971–1972 წლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში ხუთი ტექნიკის გამოყენების შესახებ მინისტრებმა მიიღეს[5] ირლანდიის მთავრობამ სთხოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეხედა მისი გადაწყვეტილებისთვის. 2018 წელს სასამართლომ უარი განაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ხუთი ტექნიკა არ წარმოადგენს წამებას, მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა მოიხსენია საკუთარი დაკითხვის მეთოდების გასამართლებლად,[6] რომელიც მოიცავდა ხუთ ტექნიკას.[7] ბრიტანელმა აგენტებმა ასევე ასწავლეს ხუთი ტექნიკა ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის ძალებს.[8]

ერაყის ომის დროს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ხუთი ტექნიკის უკანონო გამოყენების შედეგად ბაჰა მუზა გარდაიცვალა.[9][10]

2021 წელს გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხუთი ტექნიკის გამოყენება წამებას უტოლდება.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  •  Cavanaugh, Kathleen (2020). „On Torture: The Case of the "Hooded Men"“. Human Rights Quarterly. 42 (3): 519–544. doi:10.1353/hrq.2020.0031. S2CID 226484911.
  • Ireland v. United Kingdom – Commission report, http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?action=open&documentId=822914&portal=hbkm&source=externalbydocnumber&table=F69A27FD8FB86142BF01C1166DEA398649
  • Ireland v. United Kingdom – ECHR Grand Chamber judgment, http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57506
  • Lauterpacht, Elihu; Greenwood, C. J. (1980), International Law Reports, Cambridge UP, p. 198, 241, ISBN 978-0-521-46403-1

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lauterpacht & Greenwood 1980.
  2. The Guineapigs by John McGuffin (1974, 1981). Chapter 4: "The Experiment".
  3. The Guineapigs by John McGuffin (1974, 1981). Chapter 6: "Replay".
  4. The Guineapigs by John McGuffin (1974, 1981). Chapter 9: "Down on the Killing Floor".
  5. „British ministers sanctioned torture of NI internees“. The Irish Times. 21 March 2013. ციტირების თარიღი: 30 May 2019.
  6. "The Hooded Men – joint press release from CAJ and the Pat Finucane Centre" დაარქივებული 22 March 2016 საიტზე Wayback Machine. . Committee on the Administration of Justice. 24 November 2014. Retrieved 12 December 2014.
  7. "Paper trail: from Northern Ireland's hooded men to CIA's global torture". Amnesty International. 9 December 2014. Quote: "Within months, the CIA was using the "five techniques" in Iraq, Afghanistan and around the world."
  8. "How the UK taught Brazil's dictators interrogation techniques". BBC News. 30 May 2014.
  9. "Baha Mousa inquiry: 'Serious discipline breach' by army". BBC News. 8 September 2011.
  10. "Baha Mousa inquiry: innocent father died due to Army's failings". The Telegraph. 8 September 2011.
  11. "Judgement - In the matter of an application by Margaret McQuillan for Judicial Review (Northern Ireland) (Nos 1, 2 and 3) In the matter of an application by Francis McGuigan for Judicial Review (Northern Ireland) (Nos 1, 2 and 3) In the matter of an application by Mary McKenna for Judicial Review (Northern Ireland) (Nos 1 and 2)" para. 186-188