ხრიალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრიალები
Chironomus plumosus
Chironomus plumosus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ხრიალები
ლათინური სახელი
Chironomidae

ხრიალები (ლათ. Chironomidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5 - 15 მმ-ს აღწევს. იმაგო ცხოვრობს ხმელეთზე, მატლები და ჭუპრები - მტკნარ წყალსატევებში, ზღვაში, ოკეანეში, ნიადაგში. ხრიალების სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3-7 დღე-ღამე. მატლები აგებენ მილაკებს (სახლებს) შლამში, ქვებზე და მცენარეებზე. იკვებებიან წყალმცენარეებით, დეტრიტით, ბაქტერიებით; ზოგიერთი ხრიალა მტაცებელია, იშვიათად - პარაზიტი. ხრიალები თევზის ძირითადი საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]