ხმელეთის კუები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხმელეთის კუები
A. gigantea Aldabra Giant Tortoise.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Testudinidae

ხმელეთის კუები (Testudinidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ფარულკისრიან კუთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10 სმ - 1 მ აRწევს. ჩვეულებრივ, მაღალი და ამობურცული ბაკანი აქვთ. ზურგის ფარი უძრავადაა შეერთებული მუცლის ფართან, ორივე დაფარულია მსხვილი და სქელი რქოვანი ფირფიტებით. თითები შეზრდილია. თავი მთლიანად იმალება ბაკანში. ოჯახის 6 (ზოგის აზრით 10) გვარი აერთიანებს 40-მდე სახეობას. გავრცელებული არიან აფრიკაში (უმრავლესობა), აზიაში, სამხრეთ ევროპასა და ამერიკაში. საკმაოდ ზანტი ცხოველები არიან. ზოგჯერ 100 და უფრო მეტ წელს ცხოვრობენ. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვება ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo graeca). ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში. იკვებება მცენარეულობით. მრავლდება კვერცხით. ამჟამად მისი რაოდენობა ბევრ ადგილას შემცირებულია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება]