ხიდრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიდრი

ალ-ხიდრი (არაბ. ٱلْخَضِر; ალ-ხადირი, ხადერი, ხიდრი, ჰიდრი, ხიზრი, ქათირი, ხაზერი, ხადრი, ხედერი, ხიზირი, ხიზარი, ხილრი) — ფიგურა, რომელიც ყურანში აღწერილია, მაგრამ არ იხსენიებია სახელით. დახასიათებულია როგორც ღმერთის მართალი მსახური, დიდი სიბრძნითა და მისტიური ცოდნით. სხვადასხვა ისლამურ და არაისლამურ ტრადიციებში ხიდრი აღწერილია, როგორც ანგელოზი, წინასწარმეტყველი ან ვალი,[1][2] რომელიც იცავს ზღვას, ასწავლის საიდუმლო ცოდნას და[3] ეხმარება გაჭირვებულებს.[4]

მიუხედავად იმისა რომ ის ყურანში სახელით არ იხსენიება, სწავლულთა აზრით სწორედ ეს ფიგურაა აღწერილი (სურა 18:65-82) როგორც ღმერთის მსახური, რომელსაც ბოძებული აქვს „ცოდნა“ და პასუხობს წინასწარმეტყველი მუსას (მოსეს) კითხვებს მის მიერ ჩადენილ იმ საქციელებზე, რომლებიც წინასწარმეტყველმა უსამართლოდ და არასწორად მიიჩნია (გემის ჩაძირვა, ბავშვის მოკვლა, არასტუმართმასპინძლობის საპასუხოდ ქალაქის კედლის უფასოდ გამაგრება). ამბის დასასრულს ხიდრი უხსნის მოსეს ყველა ჩადენილი საქციელის მართებულობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brannon Wheeler Prophets in the Quran: An Introduction to the Quran and Muslim Exegesis A&C Black 2002 ISBN 978-0-826-44956-6 page 225
  2. Bruce Privratsky Muslim Turkistan: Kazak Religion and Collective Memory Routledge, 19 Nov 2013 ISBN 9781136838170 p. 121
  3. John P. Brown The Darvishes: Or Oriental Spiritualism Routledge 2013 ISBN 978-1-135-02990-6 page 100
  4. M. C. Lyons The Arabian Epic: Volume 1, Introduction: Heroic and Oral Story-telling Cambridge University Press 2005 ISBN 9780521017381 p. 46