ხარჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხარჩო
ტიპი წვნიანი
ასოცირებული ეროვნული სამზარეულო საქართველო
მთავარი
ინგრედიენტები
ხორცი (ძროხის, ცხვრის, ღორის, ქათმის, ან ბატის), ბრინჯი, ტყემალი, ნიგოზი

ხარჩო არის ტრადიციული ქართული წვნიანი, რომელიც შეიცავს საქონლის ხორცს, ბრინჯს, ტყემალს და დაჭრილ ნიგოზს (Juglans regia). წვნიანს ჩვეულებრივ მიირთმევენ წვრილად დაჭრილ ახალ ქინძთან ერთად. ჩვეულებრივ, მისი ინგრედიენტები მოიცავს ხორცს, ტყემალს, ბრინჯს, დაჭრილ ნიგოზს და სანელებლების ნაზავს, რომელიც განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ხარჩოს ერთ-ერთი ქართული რეცეპტია საქონლის, ცხვრის, ღორის, ქათმის ან ბატის ხორცით დამზადებული წვნიანი. [1] [2] გაწმენდილი, კარგად გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ 2 ლიტრამდე წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2-2,5 საათის განმავლობაში, პერიოდულად ვხდით ქაფს. როცა ხორცი დარბილდება, ვამატებთ ბრინჯს; 10 წუთის შემდეგ ვამატებთ დაჭრილ ნიგოზს, სანელებლებს, დაფნის ფოთოლს და წიწაკის მარცვლებს. როცა თითქმის მზად იქნება, ვამატებთ ტყემალს, სანელებლებს (ქინძი, პაპრიკა, წითელი წიწაკა) და ვადუღებთ კიდევ 5 წუთი. მოვაყაროთ მარილი, მოვაყაროთ ახალი ქინძი, გავაციოთ და მივირთვათ.

  1. Julianne Margvelashvili The Classic Cuisine of Georgia, p. 155
  2. "Кавказская Кухня", Prosveschenie Publ. 1992