ხაბიზგინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაბიზგინა — ცნობილი ოსური ხაჭაპური. ის ტრადიციული ხაჭაპურისგან იმით განსხვავდება, რომ შიგთავსად ყველთან ერთად მოხარშულ კარტოფილს, ხახვს და ნიორს ამატებენ. ეს არის კერძი, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია, რადგან ის ინგრედიენტები რაც მოსამზადებლად გვჭირდება, ადვილად იშოვება.

კერძოდ, მიდის კამათი იმის შესახებ, რომ ოსური ხაჭაპური მშრალად უნდა გამოცხვეს და არა – ერბოში. თუმცა, ამასაც ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს: ძველ დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოსური ტომები (სარმატები, ალანები, სკვითები) აზიაში ცხოვრობდნენ, ხორბლის ფქვილის დეფიციტი იყო და სიმინდის ფქვილით იკვებებოდნენ. ერთგვარად, ამითაც აიხსნება ის, რომ ოსურ ხაჭაპურს ნახევარჯერ ნაკლები ცომი სჭირდება, ვიდრე – შიგთავსი. ჰოდა, ეკონომიის მიზნით, ცომი რომ ძალიან არ გათხელებულიყო, ოსი დიასახლისები ერბოში აცხობდნენ. ამით ნოყიერების შეგრეძნებაც იზრდებოდა და კალორიების რაოდენობაც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო მათი ჯანმრთელობისთვის. ბოლოსდაბოლოს, სულ ომში იყვნენ და ნოყიერი საკვები ყველას განსაკუთრებით სჭირდებოდა.

ოსურ ეთნოსში ხაჭაპურს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ეს არ არის მხოლოდ გასტრონომიული შემთხვევა, ესაა ერთგვარად საკრალური მოვლენა, რომელიც მზის, წყლისა და მიწის სიმბოლოებს აღნიშნავს. მზისა და წყლის სიმბოლოებზე (ხებიჟნ, ცახარაჯინ) უკვე მოგახსენეთ რაც შეეხება მიწის სიმბოლოს, ოსურ ეთნოსში მას фыдджын-ს უწოდებენ და ხორციანი შიგთავსი აქვს. ეს ოსური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია.

ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრამი; საფუარი - 1 ჩაის კოვზი; შაქარი - 1 ჩაის კოვზი; მარილი - 1/2 ჩაის კოვზი;კვერცხი - 1 ცალი; კეფირი - 200 გრამი; არაჟანი - 2 სუფრის კოვზი; რძე - 100 გრამი; მოხარშული კარტოფილი - 350 გრამი; ყველი - 450 გრამი; კარაქი - 50 გრამი და მარილი.

ხაბიზგინას ძალიან უხდება ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით კი თეთრი მშრალი ღვინო.

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2-3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მშრალი საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავასხათ საფუვრიან მასას და კარგად მოვურიოთ. თანდათანობით ვუმატოთ ფქვილი, შევაზილოთ ზეთი და დავდგათ ასაფუებლად. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. საშუალო ზომის კარტოფილები კანიანად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ჯერ ყველი, შემდეგ კარტოფილი, შევურიოთ ერბო, მარილი და კარგად ავზილოთ. ცომისა და გულსართისგან თანაბარი ზომის გუნდები მოვამზადოთ. ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, ზედ მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ და გავაბრტყელოთ. ხაბიძგინები გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. მეორე მხარეს რომ გადმოვატრიალებთ, ერბო წავუსვათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]