ჭრიჭინასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჭრიჭინასებრნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Grylloidea | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ჭრიჭინასებრნი (ლათ. Grylloidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ერთიანებს ჭრიჭინების, ღეროს ჭრიჭინების, ქერცლიანი ჭრიჭინების, მირმეკოფილების, მახრების ოჯახებს. აქვთ ცილინდრული სხეული, გრძელი ულვაშები, ცერკებით დაბოლოებული მუცელი, მამლებს — საბგერი აპარატიც. ოჯახში 2000-მდე სახეობაა, მათ შორის, 20 გვხვდება საქართველოში. ცხოვრობენ ნიადაგის ნაპრალებში, სოროებში, ჭიანჭველების ბუდეებში, ქვების ქვეშ, საცხოვრებელ ბინებში. ჭრიჭინათა ზოგიერთი სახეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სეფერთელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 407, თბ., 1987 წელი.