ჭვიბერი
(გადამისამართდა გვერდიდან ჭვიბერ-ყარაჩაი)
ჭვიბერი | |
---|---|
კოორდინატები: 43°14′26″ ჩ. გ. 42°21′11″ ა. გ. / 43.24056° ჩ. გ. 42.35306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3285 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ჭვიბერი, ჭვიბერ-ყარაჩაი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადის — კიჩკინეკოლის სათავეში. სიმაღლე 3285 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. ჭვიბერი აკავშირებს მდინარეების ნენსკრისა და ყუბანის აუზებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 393.