წყლის და ჭაობის მცენარეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყლის და ჭაობის მცენარეულობათბილისის მიდამოებში მცირე ფართობი უკავია ლისის, კუს ტბის და სხვა პატარა ტბებში, აგრეთვე მტკვრის ჭალების ფშანებზე, ზაჰესის საგუბრის მარჯვენა სანაპიროზე და სარწყავი წყლით დაჭაობებულ დეპრესიებზე.

უმთავრესად გავრცელებულია საკვები ნივთიერებებით მდიდარი (ევტროფული) ბალახიანი ჭაობები, სადაც მეტწილად განვითარებულია ლელიანები, ისლიანები და ლაქაშიანები, უფრო ნაკლებად — ლელქაშიანები და კოკოზაჭილიანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]