ლელქაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლელქაში
Scirpus silvaticus
Scirpus silvaticus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: ისლისებრნი
გვარი: ლელქაში
ლათინური სახელი
Scirpus

ლელქაში (Scirpus), მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. სახეობათა უმეტესობა მრავალწლოვანი, გრძელფესურიანი ბალახია. ზოგ სახეობას ფოთლები რედუცირებული აქვს. 250 სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში 10 სახეობა გვხვდება. იზრდება ჭარბწყლიან ადგილებზე ზღვისპირიდან მოყოლებული 2000 მ-ზე. საქართველოში შედარებით ფართოდ არის გავრცელებული Scirpus lacustris, Scirpus tabernaemontani და Scirpus silvaticus. პირველი 2 სახეობა გამოიყენება ჭილობისა და კალათების მოსაქსოვად, აგრეთვე შესაფუთავ და საშენ მასალად. მე-3 სახეობა კვებითი ღირსებით უახლოვდება ისლებს. ძოვს მსხვილფეხა საქონელი, მაგრამ უმჯობესია თივად და სილოსად. ლელქაშის ზოგი სახეობა სამკურნალოა და აშენებენ ინდოეთში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ხალხურ მედიცინაში იყენებენ Scirpus mucronatus-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქიმერიძე კ., ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983