წყლისპერისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Spirodela polyrrhiza

წყლისპერისებრნი (Lemnaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. წყლის ზედაპირზე თავისუფლად მცურავი ან წყალში მოქცეული პატარა ბალახებია. ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მეტად აქვთ რედუცირებული გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოები. ფირფიტოვანი, თალუსის მსგავსი სხეული აქვთ.

ცნობილია 3 გვარის 25 სახეობა, რომლებიც იზრდებიან დამდგარსა და მდორე წყლებში. ვოლფიას (Wolffia) გვარი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებში, წყლის პერისა და სპიროდელას (Spirodela) გვარების სახეობათა უმეტესობა — თითქმის მთელ დედამიწაზე. საქართველოში 2 გვარის (სპიროდელა და წყლის პერი) 4 სახეობა გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]