წყაროს მღვიმე
წყაროს მღვიმე — კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჯორწყუს აუზში, სოფელ ბალდის ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 680 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცუილ კირქვებში. წარმოადგენს ვრცელ (ზომები 10X14)დარბაზს. შესასვლელიდან 30-35 მეტრზე მღვიმე აჩენს მკაფიო მუხლს. მღვიმე აღმავალია და 55 მეტრზე ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები, ალაგ-ალაგ სტალაგმიტები და სვეტები, აგრეთვე ტბათა ზედაპირზე გადაკრული კალციტის ფირფიტები; მექანიკურიდან — თიხის ნაფენები და ლოდნარი. ჰავა დინამიურია. მღვიმეში გაედინება ნაკადი, ალაგ-ალაგ შეგუბებულია, წინა ნაწილში აჩენს მცირე ფართობის ტბას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.