წყალსადენის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყალსადენის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2,2 მ
გახსნის თარიღი 2007

წყალსადენის ძეგლი (რუს. Памятник водопроводу) — ბრინჯაოს ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ქალაქის მუსიკალური თეატრის პირდაპირ[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოს მასალისაგან. მისი სიმაღლეა 2,2 მეტრი[1]. ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით ძეგლი წარმოდგენილია ქალის სახით, რომლის ჩაცმულობაც XIX საუკუნის ქალაქელი ქალის ჩაცმულობის მსგავსია. იგი ავსებს წყალს ვედროში წყალსადენის მილიდან[2]. მსგავსი სიმბოლო არ არის შემთხვევით შერჩეული. ამ პერიოდში, არსებული წესების მიხედვით, ქალი იყო პასუხისმგებელი ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებაზე. სწორედ ამიტომ მსგავსი კადრები ხშირი იყო მაშინდელი ქალაქის ცხოვრებაში[1].

ძეგლი დაამზადეს ქალაქის პირველი წყალსადენის გაყვანის აღსანიშნავად, რომელიც შეიქმნა 1865 წელს. ძეგლის შექმნის ინიციატორი იყო როსტოვის წყალკანალი. ძეგლის ერთ-ერთი ავტორი გახდა მოქანდაკე სერგეი ოლეშნია[3].

ქალაქ დონის როსტოვის მერის მიხეილ ჩერნიშევის ნაამბობის მიხედვით, წყალსადენის ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 2007 წელს. გახსნის ცერემონიალი დაიწყო თეატრალური გამოსვლით, წარმოადგინეს კოსტუმირებული ნომერი, რომლის თემატიკაც იყო დონის როსტოვის პირველი წყალსადენის გაყვანის ისტორია. ღონისძიებაზე გამოვიდა ასევე მსახიობი ანდრეი ბაიკოვი, რომელიც ადრე მუშაობდა ქალაქის წყალსადენში[2].

საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა დონის როსტოვის კულტურის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელი ლიუდმილა ლისიცინა და რუსეთის წყალმომარაგებისა და წყალანირების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი გოლოვაჩევი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]