წყალბურთის არენა (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყალბურთის არენა (აზერბ. Su Polosu Arenası) — მდებარეობს სახელმწიფო დროშის მოედნის სამხრეთ ბოლოში ბაქოში (აზერბაიჯანი). არენა, პირველ რიგში წყალბურთის შეჯიბრებისთვის არის განკუთვნილი. წყალბურთის კომპლექსი გათვლილია თითქმის სამი ათასი ადგილისთვის. 2015 წელს არენაზე ჩატარდა წყალბურთის შეჯიბრებები 1-ლი ევროპული თამაშების ფარგლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად, 2015 წლის პირველი ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მეჰრიბან ალიევამ განაცხადა, რომ ბაქოში წყალბურთის არენა აშენდება 2013 წლის 3 თებერვალს გამართული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უძღვებოდა. ასევე გამოცხადდა, რომ წყალბურთის არენა აშენდება ბაქოში წყლის სპორტის ცენტრის გვერდით [1].

აღნიშნული წყალბურთის კომპლექსი ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს ევროპული თამაშების დაწყებამდე [2].

კომპლექსში შედის რამდენიმე აუზი (ზომა თითოეულის 35 მ x 22 მ x 2 მ) და ასევე სავარჯიშო აუზი სპორტსმენებისთვის.

ბაქოში ბავშვთა წყალბურთის განვითარების ისტორია ფესვებს იდებს გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა პერიოდში და ასოცირდება ცნობილი, მაგრამ ახლა უკვე გარდაცვლილი მწვრთნელის ასადულაევის სახელთან და ასევე სოლოვიევ სწორედ მათ დაიწყეს ბავშვთა წყალბურთის განვითარება ბაქოში.

წყალბურთი ბაქოში დინამიურად ვითარდება, მიუხედავად ყველა სირთულისა: ფინანსური მხარდაჭერის არარსებობა, სასწავლო ბაზებისა და სასწავლო ბანაკების ნაკლებობა, მაგრამ მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნილი იყოს ყველაფერი გუნდისთვის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მოსაპოვებლად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]