წმინდა ღამით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ღამით
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 13 აპრილი, 1886

წმინდა ღამით (რუს. Святою ночью) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 13 აპრილს, ჟურნალ „ახალი დრო“-ს 3636-ე ნომერში გამოქვეყნდა ან. ჩეხოვის ხელმოწერით.

გამოქვეყნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა „წმინდა ღამით“ თავდაპირველად 1886 წლის 13 აპრილს, ჟურნალ „ახალი დრო“-ს 3636-ე ნომერში გამოქვეყნდა. შესწორებული ვერსიით მოთხრობა 1887 წელს, სანქტ-პეტერბურგში გამოცემულ კრებულ „ბინდში“ დაიბეჭდა. 1898 წელს გამომცემლობა ტილდა-პრესმა მოთხრობა ცალკე გამოცემის სახით დაბეჭდა. ჩეხოვმა ის ადოლფ მარქსის მიერ 1899—1901 წლებში გამოცემული თხზულებების კრებულის მესამე ტომში შეიტანა.[1]

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა სლოვენურ ენაზე ითარგმნა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობის მთავარი გმირი აღდგომის წინა დღეს, ადგილობრივ ეკლესიაში მისასვლელად და აღდგომის დღესასწაულით დასატკბობად მდინარე გოლტვაზე მოგზაურობს. გზაში ის მებორნე ბერს, სახელად იერონიმს გამოელაპარაკება. იერონიმი ოცდაათი წლის უცნაური ადამიანია, რომელიც თავზარდაცემულია ცოტა ხნის წინ საუკეთესო მეგობრისა და მოძღვრის, ღირსი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო. ეს უკანასკნელი დაუჯდომელის შესანიშნავი ოსტატი იყო. მთავარი გმირი აკვირდება საოცარ კონტრასტს საეკლესიო წირვა-ლოცვის მხიარულ სანახაობასა და იერონიმის მარტოობით გამოწვეულ წუხილს შორის. იმაზეც კი არავის უზრუნვია, რომ მებორნისათვის შემცვლელი გამოეგზავნა და ამიტომ მას ზედიზედ მეორე სმენაში მოუწია მუშაობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Чехов А. П. Святою ночью // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Рассказ Святою ночью. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-11. ციტირების თარიღი: 2017-06-21.