დაუჯდომელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დაუჯდომელი, აკათისტო (ბერძნ. akathistos), ღვთისმშობლის სამადლობელი საგალობელი. მისი შესრულების დროს მღვდელმსახურიც და მრევლიც ფეხზე უნდა მდგარიყო (აქედან მიიღო სახელწოდება). ბერძნული აკათისტოს შექმნას VII-VIII საუკუნეებში ვარაუდობენ. აკათისტოს ქართული თარგმანი ეკუთვნის XI საუკუნის უცნობ მთარგმნელს, რომელიც საგალობელს VIII საუკუნის ცნობილ ბიზანტიელ ჰიმნოგრაფს რომანოზს მიაწერს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1963;
- Пападопуло-Керамевс А., Акафист, «Византийский временник», 1903, т. 10;
- მისივე, О настоящем положении вопроса об Акафисте, იქვე, 1910, т. 15;
- ჯღამაია ლ., ქსე, ტ. 3, გვ. 400, თბ., 1978
სტატიის