კოკის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა გიორგის ეკლესია (კოკი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელ კოკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძა­რი – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში.

ისტორია[რედაქტირება]

ძეგლთა დაცვის კომიტეტის სპეციალურმა კომისიამ აი­ღო სინჯები და პირვანდელი ტაძრის აშენების თარიღად XII–XIII მიიჩნია, რომელიც 1855 წელს რუსეთ–თურქეთის ომის დროს მტარვალებს დაუნ­გრევიათ. ომის შემდეგ იგი ისევ განუახლებიათ ხის ეკლესიით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც დანგრეულა. ის რისი დანგრევაც ბვერ მოას­წრეს თურქებმა, უღმრთო ხელისუფლების მიერ იქნა დაშლილი და განად­გურებული, ეკლესიის გარშემო სასაფლაო გაუმართავთ, ხოლო ნაეკლესია­რი თანდათან ნაგავსაყრელად გადაუქცევიათ.

სოფლის მოსახლეობაში არ შემორჩა ცნობა იმის შესახებ თუ ვისი სახე­ლობისა იყო პირვანდელი ტაძარი, მათ ამ საქმის გამოკვლევა სპეციალის­ტებს მიანდეს. ისტორიკოსმა მამანტი პაჭკორიამ მოიძია არქივის მასალები და აღმოჩნდა, რომ ცხრა საუკუნის წინ აშენებული ეკლესია წმინდა დიდმოწა­მე გიორგის სახელობის ყოფილა. საეკლესიო უწყების 1908 წლის მონაცემე­ბის მიხედვით კორცხელის ოლქის მთავარხუცესის ზედამხედველობაში მყოფ ტაძრებში მსახურ სასულიერო პირთა შესახებ მონაცემებში მოხსენი­ებულია კოკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია: მღვდელი ნესტორ ცხაკაია, მედა­ვითნე აქვსენტი შონია, მამასახლისი მანუჩარ წულეისკირი.

ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა დეკანოზი ფრი­დონ ასათიანი, რომელიც აგრეთვე მშენებარე ეკლესიაში ხშირად იხდიდა პარაკლისებს. 2003 წლის 21 ივლისს ყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაი­შის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა წმინდა გიორგის სახელო­ბის ეკლესია.

ტაძრის დღესასწაული აღინიშნება გიორგობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]