წითელი მოცხარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი მოცხარი
Ribes rubrum 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ხუნწისებრნი
ლათინური სახელი
Ribes rubrum

წითელი მოცხარი, ჩვეულებრივი მოცხარი[1] (ლათ. Ribes rubrum) — მცენარე ხუნწისებრთა ოჯახისა. ველურად იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში. უპირატესობას ანიჭებს მდინარეებისა და ნაკადულების სანაპიროებს, ქმნის ბუჩქნარებს. სიმაღლე 1-2 მ აღწევს. ყლორტი ნაცრისფერი ან მოყვითალოა. მერქანი მომწვანოა, შუაგული ღია ფერისაა. ყვავილები მოყვითალო მომწვანო ან მოწითალო მურა შეფერილობისაა. ყვავის მაისში. ნაყოფი ღია-მოწითალო წვნიანი კენკრაა, მომჟავო, დიამეტრი 8-12 სმ. ქმნის მტევანს. მისგან ამზადებენ ჯემსა და სხვ. სკანდინავიურ ქვეყნებში გამოიყენება როგორც სუპისა და პუდინგის კომპონენტი. თაფლოვანი მცენარეა.

აჭარაში უწოდებენ ჯენეთყურძენას.[1]

სქოლიო[რედაქტირება]