წითელი მთიულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი მთიულა

დედალი (მარცხნივ) და მამალი (მარჯვნივ)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Carpodacus puniceus (Blyth, 1845)
სინონიმები
  • Pyrrhospiza punicea
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720613

წითელი მთიულა[1] (ლათ. Carpodacus puniceus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგის მთიულასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 21 სმ, იწონის 50–60 გრამს. მამალს თავი, მკერდი და კუდის ზემოთა მიდამოები წითელი აქვს, ზურგი მორუხო-მურა; დედალი მორუხო მურაა, კუდის ზემოთა მიდამოები მომწვანო ფერისა აქვს. გავრცელებულია ცენტრალური აზიის მთების ალპურ და სუბალპურ სარტყლებში. ზამთარში მომთაბარეობს ვერტიკალურად. ბუდეს კლდეების ნაპრალებში იკეთებს. დედალი დებს 4 კვერცხს და მხოლოდ ის კრუხავს. იკვებება მცენარეთა თესლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 16, 139, 223.