წაღვლის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის სამაროვანი.

წაღვლის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთით, ერთ კილომეტრზე, ვენახებში, ადგილ ჩოჩქოლიკარში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით. სამაროვანზე შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს შუბის პირები, კაჟის ნამგლის ჩასართი და ზოომორფული ფიგურები. მასალა დაცულია სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კაბინეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]