ძველი რაუმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი რაუმა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Rauma Finland Helsingintori 20051225.jpg
ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 61°07′42″ ჩ. გ. 21°30′42″ ა. გ. / 61.12833° ჩ. გ. 21.51167° ა. გ. / 61.12833; 21.51167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 582
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 582
რუს.ინგლ.ფრ.

ძველი რაუმა (ფინ. Vanha Rauma) - ფინეთის ქალაქის, რაუმას ძველი, ხისგან ნაგები ცენტრალური ნაწილი. 1991 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ძველი ქალაქის ფართობი 0.3 კმ²-ს შეადგენს, აქ განლაგებულია 600-მდე შენობა და ცხოვრობს 800 ადამიანი. თანამედროვე რაუმამ ძველი ქალაქის ფარგლებს გარეთ განვრცობა მხოლოდ XIX საუკუნის ადრეულ პერიოდში დაიწყო. დღეისათვის უძველესი ნაგებობები XVIII საუკუნით თარიღდება, რადგან ორჯერ, 1640 და 1682 წლებში ქალაქი ხანძარმა გაანადგურა. შენობების დიდი უდიდესი ნაწილი ორ მთავარ ქუჩაზე მდებარეობს და დღეისათვის კერძო საკუთრებაშია, ხოლო ქალაქის მოედნის ირგვკლივ მდებარე ნაგებობები ძირითადად ბიზნეს-საქმიანობაში გამოიყენება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახლი სახელად კირსტი, რომელიც XVIII - XIX საუკუნეებში მეზღვაურთა საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე სახლი სახელად მარელა, რომელშიც XVIII საუკუნეში მაღაზიათა მეპატრონეები ცხოვრობდნენ. დღეს ორივე მათგანი მუზეუმია. ძველი ქალაქში საკმაოდ ცოტაა ქვის შენობები, მათ შორისაა წმინდა ჯვრის ეკლესია, XV საუკუნის ფრანცისკანელთა მონასტერი და 1776 წელს აგებული ქალაქის დარბაზი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]