ცხენჭანარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხენჭანარი

თეთრი ჭანარი (Hemibarbus labeo)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  ცხენჭანარი
ლათინური სახელი
Hemibarbus (Bleeker, 1860)

ცხენჭანარი[1] (ლათ. Hemibarbus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. გარეგნულად წვერას ან დიდ ციმორს ჰგვანან. პირის კუთხეებში თითო წყვილი ულვაში აქვთ, ზურგის ფარფლში ბლაგვი ეკალია.[2] ცნობილია 12 სახეობა.[3] გავრცელებული არიან ამურის აუზში, მონღოლეთის (ტბა ბუირ-ნური), ჩინეთის, კორეისა და იაპონიის წყალსატევებში. თეთრი ცხენჭანარი (H. labeo) სიგრძეში 58 სმ-ს აღწევს (მასა 1 კგ-მდე). იკვებება მწერების მატლებით, მოლუსკებით, იშვიათად თევზით. სქესობრივ სიმწიფეს 4–5 წელში აღწევს. ტოფობს პორციებად, მაის – ივლისში. დედალი ქვებზე ან მცენარეთა ფესვებზე ყრის 40–150 ათას წებოვან ქვირითს (დიამეტრი 2–3 მმ). ლაქებიანი ცხენჭანარი (H. maculatus) უფრო მცირე ზომისაა (40 სმ-მდე); ზურგისა და კუდის ფარფლებზე და ტანის გვერდებზე (გვერდითი ხაზის ზემოთ) მუქი ლაქები აყრია. ორივე ამ სახეობას მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს.[2]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 151, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 Решетников Ю. С. Кони // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 42.
  3. Species of Hemibarbus. FishBase. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2023