ცისფერი ტრიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისფერი ტრიო
ბიოგრაფია
წარმოშობა 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
წევრები დავით აბესაძე, თამაზ სეფერთელაძე, მალხაზ თავართქილაძე

ცისფერი ტრიო — ქართული მუსიკალური ტრიო, რომლის წევრები არიან: დავით აბესაძე (პირველი ტენორი), თამაზ სეფერთელაძე (მეორე ტენორი), მალხაზ თავართქილაძე (ბარიტონი).[1]

ცისფერი ტრიო 1972 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა. თავიდან საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა. 1985-1995 წლებში ტრიო გასტროლებს აწყობდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალურ ბალეტთან ერთად.

ტრიოს გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 58 ქვეყანაში. ტრიო ხშირად მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.[2]

1981 წელს თამაზ სეფერთელაძეს, დავით აბესაძესა და მალხაზ თავართქილაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტების, 1988 წელს კი სახალხო არტისტების[3] წოდება მიენიჭათ. 2002 წელს ტრიოს წევრები საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. ტრიოს 2009 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

2015 წელს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ცისფერ ტრიოს საპატიო ჯილდო — „ოქროს ტალღა“ გადაეცა.[4]

ტრიო კონფოლანის (საფრანგეთი) და ვენის (ავსტრია) საგაზაფხულო საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ლეგენდარულ ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ ისტორიული ტრიუმფი“. Old.Primetime.ge. 24 მაისი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი, 2023. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. ცისფერი ტრიო. Fortuna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2023.
  3. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1988. №12 გვ. 16
  4. „„ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ“. „ინტერპრესნიუსი“. 12 ივნისი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი, 2023. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)